"უკრაინამ შესაძლოა საქართველოს მიხეილ სააკაშვილი გადასცეს" - კვირის პალიტრა

"უკრაინამ შესაძლოა საქართველოს მიხეილ სააკაშვილი გადასცეს"

"უკრაინამ შესაძლოა საქართველოს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გადასცეს", - ამის შესახებ გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას" წყარომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა.

წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ შეუძლიათ, ამიტომაც, როგორც ვარიანტი, განიხილება მისი საქართველოში ექსტრადირება, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

"უკრაინსკაია პრავდამ" კომენტარისთვის სააკაშვილის პრესსამსახურს მიმართა. სააკაშვილის პრესსამსახურში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ მოგვიანებით ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.

"ინტერპრესნიუსი"