რუსეთში მომხდარ ავარიას 11 ბავშვი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

რუსეთში მომხდარ ავარიას 11 ბავშვი ემსხვერპლა

4 დეკმბერს რუსეთში, ტიუმენი-ხანტი-მანსიისკის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ავტობუსი, ორი მსუბუქი მანქანა და ერთი სატვირთო ავტომობილი დაეჯახნენ. ავტობუსში აკრობატიკის ბავშვთა გუნდის წევრები იმყოფებოდნენ, - იუწყება სააგენტრო „ტასი“.

გამომძიებლების ინფორმაციით, უბედური შემთხვევისას დამნაშავე ავტობუსის მძღოლია. ავარიის შედეგად დაღუპული 12 პირიდან 11 ბავშვია. ავარიის შედეგად ასევე დაშავდა 34 ადამიანი, აქედან 27 ბავშვია. ზოგიერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბავშვების გადაყვანის უშუალო ორგანიზატორი ინდივიდუალური მეწარმე უკვე დააკავა.

"ინტერპრესნიუსი"