იყავით იმედიანად, თურმე ოპტიმისტი ქალები მომაკვდინებელი ავადმყოფობებით არ ავადდებიან - კვირის პალიტრა

იყავით იმედიანად, თურმე ოპტიმისტი ქალები მომაკვდინებელი ავადმყოფობებით არ ავადდებიან

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ოპტიმისტ ქალბატონებს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები არ ემართებათ.

მეცნიერებმა შეისწავლეს 70 ათასზე მეტი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაადგინეს, რომ საპენსიო ასაკის მატებასთან ერთად, ოპტიმისტ ქალბატონებში ნაკლებად შეინიშნებოდა სიმსივნური, გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების დაავადებები, ასევე ძალიან მცირე რაოდენობა იყო ინსულტის შემთხვევებიც.

მსგავსი შედეგი შეიძლება ქალბატონების ცხოვრების ჯანსაღ წესსაც მივაწეროთ, თუმცა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ცხოვრებაში შემხვედრ უამრავ პრობლემას პოზიტიური თვალით უნდა შევხედოთ და ეს პოზიტიური განწყობა აუცილებლად დაგვეხმარება პრობლემების გადაჭრაში და რაც მთავარია,  ჯანმრთელობასაც დიდხანს შევინარჩუნებთ.

როგორც აღმოჩნდა, ოპტიმიზმის სწავლაც კი შეიძლება.

American Journal of Epidemiology - ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, თუ ადამიანები ოპტიმისტურად განეწყობიან მომავლის მიმართ, ეს საერთო საზოგადოებრივ განწყობაზეც იმოქმედებს.

ექიმები მიიჩნევენ, რომ ოპტიმიზმი აუცილებელია არა მხოლოდ ჯანსაღი ფსიქიკისთვის, ის ორგანიზმის ჯანმრთელობაზე მოქმედებს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმი ერიკ კიმი საზოგადოებას ოპტიმისტური განწყობის შესანარჩუნებელ ვარჯიშს სთავაზობს:

1. წარმოიდგინეთ თავი ყველაზე კარგ ვითარებაში. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორი ბედნიერი იქნებოდით თქვენთვის სასურველ სამსახურში წარმატების მიღწევისას.

2. ყოველ დღე ფურცელზე დაწერეთ ის სამი ამბავი, რისთვისაც მთელი ცხოვრება მადლიერი ხართ.

3. ორი კვირის განმავლობაში ყოველ დღე დაწერეთ თუ რა გაუკეთეთ კარგი სხვას.

ექიმი კიმის დაკვირვებით, ქალის ბედნიერების 25 % დამოკდებულია გენეტიკაზე, დანარჩენი 75% კი იმაზე, თუ როგორ განწყობას შევუქმნით საკუთარ თავს. (წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ