"შესაძლოა ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებიც იყოს... მეშინია, რომ მომკლავენ" - 7 წლის გოგონას მიმართვა ალეპოს ჯოჯოხეთიდან
"შესაძლოა ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებიც იყოს... მეშინია, რომ მომკლავენ" - 7 წლის გოგონას მიმართვა ალეპოს ჯოჯოხეთიდან
16-12-2016
ფოტოგალერეა

მას შემდეგ, რაც ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილი, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში ასადის ოპოზიციის ძალები აკონტროლებდნენ, რუსეთის ავიაციის დახმარებით ბაშარ ალ ასადის ძალებმა დაიკავა, მშვიდობიანი მოსახლეობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. 15 დეკემბერს მოსახლეობის ნაწილმა ქალაქი დატოვა, მათი მგზავრობისთვის მობილიზებული იყო ავტობუსები, ნაწილი კი დახმარებას და ქალაქიდან გაყვანას კვლავაც ელოდება. გაერო-ს ინფორმაციით, 16 დეკემბრის მდგომარეობით, იდლიბის პროვინციის მიმართულებით დღის განმავლობაში 50 000-მდე ადამიანს გადაიყვანენ.

"ჩემი სახელია ბანა, 7 წლის ვარ, მსოფლიოს მივმართავ აღმოსავლეთ ალეპოდან, შესაძლოა ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებიც იყოს, ირგვლივ სროლის ხმა არ წყდება, გაქცევა ერთადერთი გამოსავალია, მაგრამ მეშინია, რომ მომკლავენ", - ეს პოსტი პატარა გოგონამ ალეპოდან "ტვიტერის" საშუალებით ჯერ კიდევ 13 დეკემბერს გაავრცელა, მაშინ, როდესაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობდა ასადის სამხედრო ძალებსა და მეამბოხეებს შორის. როგორც მისი პოსტებიდან ირკვევა, ის დაჭრილ მამასთან ერთად იყო და დედასთან დაკავშირებას სოცოალური ქსელის საშუალებით ცდილობდა.

მართლაც რომ ჯოჯოხეთი დატრიალდა ალეპოს იმ ნაწილში, საიდანაც პატარა ბანა და უამრავი მისი თანატოლი დახმარებას ითხოვს.  

რუსეთის ავიაციამ გაუგონარი სისასტიკით გაასწორა ქალაქის ეს ნაწილი მიწასთან, თუმცა კრემლის წარმომადგენლებს ყოფნით თავხედობა მომხდარზე ცინიზმითაც კი ილაპარაკონ. გაეროში რუსეთის წარმომადგენელის თქმით, თურმე "სირიაში ბავშვებს მტვერს აყრიან და დაბომბვების მსხვერპლად ასაღებენ..."

გავრცელებული ინფორმაციით, ალეპოში დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი ყოველ წამს იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი დროებით შეწყდა, მცირე მასშტაბის შეტაკებები კვლავაც გრძელდება. დაპირისპირებამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ქალების და ბავშვების. ქალაქში დაწყებულია მარადიორობა და ასადის ჯარისკაცების ქცევა ყოველგვარ ზღვარს სცდება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათობით ქალმა გაუპატიურების შიშით თავი მოიკლა.

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი კი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და ამბოხებულების ქვეყნიდან გაძევებას „ისტორიული მოვლენა“ უწოდა.

ასადის აგრესიულ პოლიტიკას და ხალხის უმოწყალო ხოცვა-ჟლეტას
You must have Flash Player installed in order to see this player.
თითქმის მთელი მსოფლიო უპირისპირდება, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა კი რუსეთისა და ირანის ელჩებს საყვედური გამოუცხადა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მათ მოსახლეობას საშუალება მისცეს ცხელი წერტილი დაეტოვებინათ, მათ დახმარებითა და ავიაიერიშებით უამრავი უდანაშაულო მოქალაქე დაიღუპა.

გაეროს წარმომადგენლები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, დაშავებულები და უსახლკაროდ დარჩენილები ქალაქიდან გამოიყვანონ.

იხილეთ ფოტოგალერეა

თარგმნა ეკა გადახაბაძემ
მაკა
21 დეკემბერი 2016 12:49
რამდენი უნდა გააკეთოს ან გაგვიკეთოს კიდევ რუსეთმა ზოგიერთის ტვინამდე რომ დავიდეს მაგათი სახე და ევროპა-ამერიკაზე არ ილაპარაკოს. ევროპა-ამერიკის გადარჩენილები ვართ როგორც ვართ ისე. რუსეთი მთელი მსოფლიოს ჭირია, მარტო ჩვენი? არ დაწყნარდნენ და არ ამშვიდებენ მსოფლიოს.
ევროპა-ამერიკა აიძულებდა 2008-ში და დღემდე რომ მოხოხავენ წინ-წინ და რა დღეშია ოკუპირებულში სოფლები? კიდევ მსოფლიო ექაჩება თორემ დღეები მერე გვენახა.
უმადურობა უდიდესი ცოდვაა და კარგადაც მოგვეკითხება.
giorrgi
20 დეკემბერი 2016 14:44
რა ამერიკა ვერ ხედავ რუსეთის პატრიარქი რა დღეშია წმინდა ომად შერაცხა ეს ომი და ამერიკის ბრალი ყოფილა თურმე ყველაფერი ჰეზბოლას რომ კაცი რომ მიემხრობა და დაიხმარს
სხვა სიახლეები
დონალდ ტრამპმა ბიბლიაზე ფიცი დადო და შედეგად, ოფიციალურად დაიკავა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის თანამდებობა.
დაწვრილებით...
20 იანვარს, ვაშინგტონში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება.
დაწვრილებით...
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ომაბამ თავის გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში განაცხადა, თავისი 8-წლიანი მმართველობისას ამერიკის სპეცსამსახურებმა „ათიათასობით ტერორისტი“ გაანადგურეს.
დაწვრილებით...
სრულიად საქართველო ახალი წლისთვის ემზადება. იმედია 2017 წელი ქართველებისთვის განსაკუთრებით ფეხბედნიერი აღმოჩნდება.
დაწვრილებით...
წინასაარჩევნოდ კიბერ თავდასხმებთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო
დაწვრილებით...
პოპ მომღერალი გარდაცვლილი ლონდონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინ, თურქეთის ქალაქ ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობამ მსოფლიოში მიმდინარე სხვა ამბები დროებით დაჩრდილა. ამ ამბავმა ალეპოში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები და გერმანიაში დატრიალებული სისხლიანი ტერაქტი ერთგვარ ჩრდილშიც კი მოაქცია.
დაწვრილებით...
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ადგილას, ქალაქ სოჭთან, ამ ეტაპისთვის ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.
დაწვრილებით...
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მარკო მინიტის განცხადებით, მილანის პოლიციამ ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტუნისელი ლტოლვილი მოკლა.
დაწვრილებით...
ბინა მდებარეობს მეტრო სამგორის მიმდებარედ.
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. დღიურად!
იყიდება მეტრო ვაგზლის მოედნის პირდაპირ,
სასწრაფოდ! იყიდება შევარდენიძის ქ-ზე. ამჟამად
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები