როგორ აპირებს "ფეისბუკი" ცრუ ახალი ამბების შეზღუდვას? - კვირის პალიტრა

როგორ აპირებს "ფეისბუკი" ცრუ ახალი ამბების შეზღუდვას?

"ფეისბუკი" აპირებს შეზღუდოს მსოფლიოს უმსხვილეს სოციალურ ქსელში გავრცელებული ცრუ ახალი ამბები.

ყველაზე პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა ბოლო პერიოდში მომხარებლებისგან კრიტიკა დაიმსახურა, რადგან "ფეისბუკში" აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გადაწყვიტა "ფეისბუკის" ადმინისტრაციამ შესაბამისი ზომების მიღება.

ახალი ინსტრუმენტის მიხედვით, მომხმარებელს თავად ექნება საშუალება" ფეისბუკს" აცნობოს ტყუილი ახალი ამბების შესახებ, თუ კონკრეტულ ამბავს რამდენიმე მომხმარებელი გაასაჩივრებს, ეს ინფორმაცია გადაეგზავნება გავლენიან მედიაორგანიზაციებს შესამოწმებლად.

თუ ეს ორგანიზაციები გამოავლენენ ცრუ ამბავს, მას "საკამათო" ახალი ამბის სტატუსი მიენიჭება. იქვე მითითებული იქნება სტატია, რომელიც განმარტავს, თუ რამ გამოიწვია "საკამათოს" სტატუსის მინიჭება.

"ჩვენ ვაძლევთ ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას და არ შეგვიძლია ვიყოთ მედიატორები, ამიტომ ამ პრობლემას ძალიან ფრთხილად ვუდგებით", - ნათქვამია "ფეისბუკის" ადმინისტრაციის განცხადებაში.

წყარო