"იესო ქრისტეს ვკითხავდით, სად იყო 12-დან 30 წლამდე?" - ბრიტანული გამოკითხვის საინტერესო შედეგები
"იესო ქრისტეს ვკითხავდით, სად იყო 12-დან 30 წლამდე?" - ბრიტანული გამოკითხვის საინტერესო შედეგები
18-12-2016
"ასეთი კულტურული კაცი ხელოვნების შედევრებს რატომ იპარავდა"

"ყველა სიკეთე თუ ბოროტება ადამსა და ევასგან - ამ ორი უპასუხისმგებლო ადამიანისაგან მოდის"

ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში არსებულმა, პროფესიულმა ჟურნალისტურმა კავშირმა თავის წევრებს შორის ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა, სადაც დასმული იყო მხოლოდ ერთი შეკითხვა: "რომელ ისტორიულ ფიგურასთან ისურვებდით ყველაზე მეტად საუბარს და რატომ?". გამოკითხვაში დაახლოებით ორასმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. მისი შედეგები კი გამოცემაში "The Sun" გამოქვეყნდა.

ბრიტანელმა ჟურნალსიტებმა ყველაზე მეტჯერ ქვემოთ ჩამოთვლილი სახელები დაასახელეს. მათთან ერთად ვაქვეყნებთ რამდენიმე პასუხს კითხვაზე, რატომ ისურვებდით ამ თუ იმ ისტორიულ პირთან საუბარს?

1.  ადამი და ევა.
იმიტომ, რომ ყველა სიკეთე თუ ბოროტება ამ ორი უპასუხისმგებლო ადამიანისაგან მოდის. ალბათ გახსოვთ, ღმერთმა სამყაროს შექმნა მეექვსე დღეს იმით დაამთავრა, რომ ადამიანი შექმნა თიხისგან, შთაბერა სული და საბრძანებლად დაუმკვიდრა დედამიწა და ყოველი სულიერი. ევას დანაშაული უფრო მცირეა (რაც უნდა იყოს, ადამის ნეკნიდან არის წარმოქმნილი), მაგრამ აკრძალული ნაყოფი მაინც არ უნდა ეგემა. ღმერთმა ისინი სამართლიანად დასაჯა, როცა სამოთხიდან გააძევა, მაგრამ ვერ გაგვიგია, დანარჩენი ადამიანები რა შუაში ვართ?

2. იესო ქრისტე.

მას ვკითხავდით, სად იყო 12-დან 30 წლამდე?

3. ალექსანდრე მაკედონელი.
კაცს, რომელსაც ცამეტი წლის ასაკიდან მასწავლებლად არისტოტელე ჰყავდა, მსოფლიო იმპერიის შექმნაზე არ უნდა ეოცნება.

4. ჰომეროსი და შექსპირი.
ამ ორ გენიოსს ვკითხავდით დაბადების თარიღს, ქალაქის სახელწოდებას, სადაც ცხოვრობდნენ და, რა თქმა უნდა, წერის ტექნიკის საიდუმლოებას. პასუხი ამ ბოლო კითხვაზე ალბათ ყველას აინტერესებს, ვისაც ხშირად უჭირავს კალამი ხელში.

5. სპარტაკი.
მსგავს მეამბოხეთა წინაშე გულწრფელად ვიხრით ქედს. სპარტაკმა მონათმფლობელური რომის ძლიერება შეარყია და ამით მოწიწებას იმსახურებს.

6. მოსე და სოლომონი.
მოსეს იმიტომ, რომ მსოფლიოში კანონების პირველი შემქმნელი იყო და წესრიგის ფასი იცოდა. ამავე დროს, იგი ლიდერი გახლდათ. ლიდერები კი,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოგეხსენებათ, ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ. სოლომონთან საუბარი კი ჯერ მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ კაცობრიობას "ქებათა ქება" აჩუქა.

7
. ნაპოლეონი.
მხოლოდ ორ რამეს ვკითხავდით. ჟან-ჟაკ რუსოს თაყვანისმცემელმა თავისუფლება, ძმობა და მეგობრობა დიქტატურაზე როგორ გაცვალა და ასეთი კულტურული კაცი ხელოვნების შედევრებს რატომ იპარავდა. (ისიც საინტერესოა, რა მიზნით ან სად ინახავდა).

8. ჟანა დარკი. ორლეანელი ქალწულის მაგალითზე ვაჩვენებდით, რომ ქალები არა მარტო კარგი პოლიტიკოსები, არამედ შესანიშნავი მხედართმთავრებიც არიან.

საინტერესოა, მსგავსი გამოკითხვა საქართველოში რომ ჩატარდეს, რა პასუხებს მივიღებდით და ქართული მასმედიის წარმომადგენლები სასაუბროდ ვის აირჩევდნენ.

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)








დურგალი
20 დეკემბერი 2016 12:30
მამასთან მუშაობდა დურგლად
luxo
20 დეკემბერი 2016 08:08
. . . რატომ ამოირჩია
(ღმერთმა დააძინა ადამი, ამოუღო ნეკნი და შექმნა ქალი - ევა)
პერიფრაზირება ~შესაქმიდან~
არ შემხვედრია სილამაზე, უფრო თავნება,
არც სიხარული, ამდაგვარად გადარეული,
არც აღტაცება, ყველაფერს, რომ აღემატება,
ვიდრე, ჩემს მკერდ ქვეშ, მოქცეული ქალის სხეული.

ძუ ვეფხვსაც რომ ჰგავს, გასაკვირად არ მიმაჩნია,
ირმის თვალება, კატის კრუტუნს როცა გამოსცემს,
ბრჭყალი არა აქვს, ნაბრჭყალევი რატომ მაჩნია,
მივეჩვიე და, არაფერი აღარ მაოცებს.

ის ყველა ფერში, გაზაფხულზე ურევს იისას,
ზაფხულში-- ხორბლის და ყაყაჩოს ფერებს აირჩევს,
ღიმილი დააქვს შემოდგომით, როგორც თილისმა,
დეკემბერში კი, მოგონებებს ტანზე ჩაიცმევს.

ყველაფერზე კი, გასაკვირი მაინც ისარი,
ამ საოცრების, მასალად თუ მე ამირჩია,
ჩემ სხეულიდან,ერთად- ერთი უტვინო ძვალი,
არსთა გამრიგემ-- ნეკნი, რატომ ამოირჩია?
სხვა სიახლეები
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ომაბამ თავის გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში განაცხადა, თავისი 8-წლიანი მმართველობისას ამერიკის სპეცსამსახურებმა „ათიათასობით ტერორისტი“ გაანადგურეს.
დაწვრილებით...
სრულიად საქართველო ახალი წლისთვის ემზადება. იმედია 2017 წელი ქართველებისთვის განსაკუთრებით ფეხბედნიერი აღმოჩნდება.
დაწვრილებით...
წინასაარჩევნოდ კიბერ თავდასხმებთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო
დაწვრილებით...
პოპ მომღერალი გარდაცვლილი ლონდონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინ, თურქეთის ქალაქ ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობამ მსოფლიოში მიმდინარე სხვა ამბები დროებით დაჩრდილა. ამ ამბავმა ალეპოში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები და გერმანიაში დატრიალებული სისხლიანი ტერაქტი ერთგვარ ჩრდილშიც კი მოაქცია.
დაწვრილებით...
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ადგილას, ქალაქ სოჭთან, ამ ეტაპისთვის ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.
დაწვრილებით...
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მარკო მინიტის განცხადებით, მილანის პოლიციამ ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტუნისელი ლტოლვილი მოკლა.
დაწვრილებით...
19 დეკემბერს, საღამოს ტრაგედია დატრიალდა ბერლინის ცენტრში, სადაც საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.
დაწვრილებით...
"რატომ ვერ უზრუნველყო უსაფრთხოებამ მკვლელის ცოცხლად აყვანა, ასე ხომ კითხვის ნიშნებიც არ დარჩებოდა ვინ დგას თავდამსხმლის უკან?!"
დაწვრილებით...
სასწრაფოდ და იაფად! იყიდება
ქირავდება/იყიდება ორ-სართულიანი კერძო სახლი, რომელიც
გირავდება ბინა ცხოვრების უფლებით,
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები