"სატვირთომ ჯიხურს პირდაპირ ჩემს თვალწინ გადაუარა, მეგონა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა" - თავდასხმა ბერლინში
"სატვირთომ ჯიხურს პირდაპირ ჩემს თვალწინ გადაუარა, მეგონა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა" - თავდასხმა ბერლინში
19 დეკემბერს, საღამოს ტრაგედია დატრიალდა ბერლინის ცენტრში, სადაც საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

თვითმხილველთა თქმით, სატვირთო ბაზრობაზე სულ ცოტა 60კმ/სთ-ში სიჩქარით შევარდა და მძღოლს მანქანის გაჩერება არ უცდია. სამართლადამცავების თქმით, ეს იყო წინასწარგანზრახული თავდასხმა, რომელსაც როგორც ტერაქტს ისე იძიებენ. ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია, ის მიგრანტია და მიმდინრე წლის თებერვალში ავღანეთიდან ან პაკ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ისტანიდან ჩავიდა გერმანიაში. გამოცემა Tagesspiegel-ის ინფორმაციით, ის გერმანელი სამართალდამცავების თვალთახედვაში, წვრილმანი კანონდარღვევისთვის, აქამდეც მოხვდა, თუმცა ექსტრემისტებთან მისი კავშირის შესახებ ცნობილი არ ყოფილა.

"სატვირთომ ერთ-ერთ ჯიხურს პირდაპირ ჩემს თვალწინ გადაუარა, თავდაპირველად მეგონა, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა", - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი ადგილობრივ მედიასთან.

სატვირთოს კაბინაში იპოვეს ერთი გარდაცვლილი ადამიანი, ვარაუდობენ, რომ ის თავდასხმისას დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაცით, ნაპოვნი მამაკაცი პოლონეთის მოქალაქეა.

სატვირთომ ბაზრობის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 80 მეტრამდე გავლა მოახერხა. იმ კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, რომელსაც სატვირთო ეკუთვნის, ავტომანქანა მძღოლიანად ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე დაკარგეს.

გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადება
გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
"ბერლინში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გერმანიაში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +49 (0) 162 8855303.
ასევე 24-საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა გერმანიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პირველადი რეაგირების ჯგუფთან. ამ ეტაპზე გერმანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს".

იხილეთ ფოტოგალერეა


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები