ობამას ახალი ანტირუსული სანქციები და "ადეკვატური პასუხი" რუსეთისგან - მსოფლიო ახალი კონფლიქტის მოლოდინში?!
ობამას ახალი ანტირუსული სანქციები და "ადეკვატური პასუხი" რუსეთისგან - მსოფლიო ახალი კონფლიქტის მოლოდინში?!
30-12-2016
წინასაარჩევნოდ კიბერ თავდასხმებთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ბარაკ ობამა 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს და მათი გვარებს ასაჯაროებს.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, თავდასხმებში რუსეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს ადანაშაულებს.

გარდა ამისა, თეთრმა სახლმა მერილენდსა და ნიუ-იორკში რუსეთის ყველა დიპლომატიური მისიის დახურვა გადაწყვიტა. რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.

ბარაქ ობამას მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ახალ სანქციებთან დაკავშირებით
You must have Flash Player installed in order to see this player.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. ის კრემლსა და თეთრს სახლს დაძაბულობის თავიდან აცილებას ურჩევს.

„ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მომდევნო კვირას, მე შევხვდები ჩვენი სადაზვერვო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მივიღო“, - განაცხადა აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

რუსული მხარე უკვე გამოეხმაურა ობამას გადაწყვეტილებას. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, "რუსეთი ადეკვატურ პასუხს გაცემს აშშ-ის ახალ სანქციებს, რომლებიც ობამას ადმინისტრაციის მხრიდან არაპროგნოზირებადი აგრესიის გამოვლინებას წარმოადგენენ".

„ჩვენი თვალსაზრისით, ვაშინგტონის მხრიდან ახალი ანტირუსული სანქციების დაწესება, სამწუხაროდ, არაპროგნოზირებადი და აგრესიული საგარეო პოლიტიკის გამოვლინებაა“, - აღნიშნა პესკოვმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით



Mar
31 დეკემბერი 2016 00:18
ოჰ მიხოოო, მიიიიხო
მიხო
30 დეკემბერი 2016 15:29
გაკეთებით არაფერი გაუკეთებია ამ შავ კაცს ,გაფუჭებით კი ბევრი მთელი მსოფლიოსათვის!
სხვა სიახლეები
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ომაბამ თავის გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში განაცხადა, თავისი 8-წლიანი მმართველობისას ამერიკის სპეცსამსახურებმა „ათიათასობით ტერორისტი“ გაანადგურეს.
დაწვრილებით...
სრულიად საქართველო ახალი წლისთვის ემზადება. იმედია 2017 წელი ქართველებისთვის განსაკუთრებით ფეხბედნიერი აღმოჩნდება.
დაწვრილებით...
პოპ მომღერალი გარდაცვლილი ლონდონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინ, თურქეთის ქალაქ ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობამ მსოფლიოში მიმდინარე სხვა ამბები დროებით დაჩრდილა. ამ ამბავმა ალეპოში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები და გერმანიაში დატრიალებული სისხლიანი ტერაქტი ერთგვარ ჩრდილშიც კი მოაქცია.
დაწვრილებით...
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ადგილას, ქალაქ სოჭთან, ამ ეტაპისთვის ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.
დაწვრილებით...
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მარკო მინიტის განცხადებით, მილანის პოლიციამ ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტუნისელი ლტოლვილი მოკლა.
დაწვრილებით...
19 დეკემბერს, საღამოს ტრაგედია დატრიალდა ბერლინის ცენტრში, სადაც საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.
დაწვრილებით...
"რატომ ვერ უზრუნველყო უსაფრთხოებამ მკვლელის ცოცხლად აყვანა, ასე ხომ კითხვის ნიშნებიც არ დარჩებოდა ვინ დგას თავდამსხმლის უკან?!"
დაწვრილებით...
რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე „რუსეთი თურქების თვალით“ სიტყვით გამოდიოდა
დაწვრილებით...
აღმაშენებლის ხეივანზე დიღომი 7-ში, 2
იყიდება კერძო სახლი ბაგების ბოლოს,
ქირავდება დღიურად, ქართველი და უცხოელი
გირავდება ბინა 101 კვარდრატი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები