"საახალწლო ყუმბარები", "პროვოკატორი" სანტა კლაუსი და არაორდინალური ბრიტანელი პარლამენტარი
"საახალწლო ყუმბარები", "პროვოკატორი" სანტა კლაუსი და არაორდინალური ბრიტანელი პარლამენტარი
სრულიად საქართველო ახალი წლისთვის ემზადება. იმედია 2017 წელი ქართველებისთვის განსაკუთრებით ფეხბედნიერი აღმოჩნდება. ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს ამ საზეიმო თარიღს და იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალ თორმეტ თვეს თითოეული ჩვენთაგანი ნებისმიერ ჩაფიქრებულ სურვილსა თუ ოცნებას აუცილებლად აისრულებს.

დღევანდელი წერილის მთავარი თემა, რასაკვირველია, ახალი წელი იქნება და მკითხველებთან ერთად მსოფლიო მოგზაურობაში გავეშურებით.

ყოველი ახალი და უცხოური სიახლე საქართველოშიც თანდათან იკავებს ადგილს. სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ბრიტანეთში საახალწლო ნაძვის ხის მორთულობის ახალი ტენდენცია წამოვიდა. "ნისლიანი ალბიონის" მცხოვრებლები შეძენილ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნაძვის ხეებს თავდაყირა დგამენ და ისე რთავენ.


ალბათ თბილისის მერიაში ამ ახალი მოდის შესახებ არაფერი იციან, წინააღმდეგ შემთხვევაში მამა-პაპათა ტრადიციების მიმდევარ ქართველებს ახალი ნოვატორული წამოწყებით, კერძოდ კი თავდაყირა დადგმული რამდენიმე ნაძვის ხით გაგვახარებდნენ.

ნაძვის ხე ვახსენე და ჩილელ სერხიო კალდერონს დიდი საახალწლო სიურპრიზი ელოდა. რამდენიმე დღის წინ, საკუთარი სახლის სხვენზე ასული, ნაძვის ხის მოსართავი ატრიბუტიკის მოძებნას აპირებდა და ბრჭყვიალა სათამაშოების ნაცვლად, რვა საბრძოლო ყუმბარა დახვდა. კალდერონმა თოვლის ბაბუის საჩუქრის შესახებ მაშინვე პოლიციას აცნობა, რომლებიც ადგილზე სწრაფად გამოცხადნენ და ყუმბარებიც გააუვნებელყვეს. უიღბლო ჩილელის ვარაუდით, ყუმბარები საკუჭნაოში შესაძლოა დიდი ხნის წინ მამამისს შეენახა.

ასე რომ, ფრთხილად იყავით, თუ კალდერონის მამა გენერალ პინოჩეტის რეჟიმს ებრძოდა და იარაღსაც ნაძვის ხის სათამაშოების გვერდით ინახავდა, თქვენი წინაპრებიც ასევე შესაძლოა ბოლშევიკური წყობის წინააღმდეგ იყვნენ განწყობილები და თუ იარაღიც ექნებოდათ,
შესაძლოა, რომ ჩილელის მშობლის ანალოგიურად მოქცეულიყვნენ.

ახალი წლის მთავარი მომქმედი გმირი მაინც თოვლის ბაბუაა, რომელიც დეკემბრის თვეში გვეცხადება და ჩვენთვის უამრავი საჩუქარი მოაქვს. ეს უკანასკნელი, ადამიანური ფანტაზიისის ნაყოფია, რომლის არსებობისა ყველას გვჯერა და რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის მომავლის იმედისა და ყველა ჩაფიქრებული სურვილების აღსრულების მტკიცე გარანტია.

არ ვიცი ქართველი თოვლის ბაბუა რამდენი წლისაა, მაგრამ შემიძლია მოგახსენოთ, რომ ბოლო წლებში, ჩვენს რეალობაში მყარად დაფუძნებული სანტა კლაუსი 1653 წლის გახლავთ.

ცოტა ხნის წინ, ამერიკულმა ჟურნალმა "ფორბსმა"გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა, რომ სანტა კლაუსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი გამოგონილი ჰუმანისტი ყოფილა. ამერიკელები მიიჩნევენ, რომ სანტას არსებობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გჯეროდეს. ამერიკელების 75 პროცენტს მიაჩნია, რომ სანტა კლაუსს ნამდვილად მოაქვს მათთვის იმედი. ოკეანისგაღმელთა 60 პროცენტი კი დასავლური სამყაროს ამ თოვლის არსებას პოპულარობით უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ბარაკ ობამას, ბრედ პიტს და რომან აბრამოვიჩს.

ამ ქვეყნად მრავალი შეუგნებელი ადამიანი ცხოვრობს და მათთვის წმინდა არაფერი არ არსებობს. ამ კატეგორიის ხალხის რისხვას ვერც საყოველთაო სიყვარულის მქონე სანტა კლაუსი და მისი დაქალი ფიფქია გადაურჩნენ.
ეს სამწუხარო ამბავი რამდენიმე დღის წინ ლონდონში მოხდა. ამ ქალაქის ერთ-ერთ პარკში, გასართობად მოსულებმა სანტა კლაუსი, სამი ფერია და ორი მცველი სცემეს. მათ ვერც ფიფქია გადაურჩათ.

ჩხუბის მიზეზი მრავალგვარი იყო. პარკში შესასვლელი ბილეთი 30 გირვანქა ღირდა და ატრაქციონების ნახევარი არ მუშაობდა. სიმართლე ითქვას და მთავარი "პროვოკატორი" სანტა კლაუსი აღმოჩნდა. ის უარს ამბობდა ბავშვების მუხლებზე დასმაზე და 10 გირვან ქასტერლინგს ითხოვდა მათთან ერთად სურათის გადაღებისათვის.

"საახალწლო წერილის" დასასრულს ერთ საინტერესო ინფორმაციას გაგაცნობთ. შარშან ინგლისში ერთი საგულისხმო ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც მინდა რომ ჩვენს საზოგადოებას გავაცნო.

დიდი ბრიტანეთის კონსერვატორმა პარლამენტარმა გრანტ შეპსმა კათოლიკური შობის ღამე ლონდონის ერთ ქუჩაში, საძილე ტომარაში გაათენა. ამ სახით მას იქაური საზოგადოების უსახლკაროებისადმი ყურადღების მიქცევა უნდოდა.
შეპსის განცხადებით, საჭირო იყო რაღაც არაორდინარულის გაკეთება, რათა ადამიანები უსახლკაროების პრობლემებზე ალაპარაკებულიყვნენ. გარდა ამისა, დეპუტატმა სოლიდარობა გამოუცხადა იმ 130 ათას ბრიტანელ ბავშვს, რომლებსაც საკუთარი ჭერი არ გააჩნიათ.
ქება და დიდება ბატონ გრანტს. მას არც ზღაპრული სუფრა გაუშლია და არც რომელიმე საქველმოქმედო ფონდშიც დიდი თანხა გადაურიცხავს. ის უბრალოდ იმ ტყავში შეძვრა, რითაც მრავალი მისი თანამემამულე ცხოვრობს.

ანალოგიური საკითხი ჩვენს ქვეყანაშიც აქტუალურია და ამას თუნდაც თბილისის ქუჩებში სოკოებივით მომრავლებული უსახლკაროების რაოდენობაც მეტყველებს. ადრე ცნება "ქართველი ბომჟი" ფიზიკურად არ არსებობდა. სამწუხაროდ დრო შეიცვალა და ამ მწარე რეალობის წინაშეც დავდექით. ვერ ვიტყვი რომ მთავრობა ამ ხალხს არ ეხმარება. მაგრამ მათი რაოდენობა უფრო დიდია და ამ საქმეს ალბათ მთელი საზოგადოების ერთიანი მონდომება თუ უშველის.
ბრიტანელი გრანტ შეპსი ქართველ პოლიტიკოსებზე ნაკლები ბიჭი ნამდვილად არ არის და შობის ღამეს საკუთარ ჭერქვეშ შეხვედრაზეც არ იტყოდა უარს. მიბაძეთ მას ქართველო მმართველი ელიტის წარმომადგენლებო და დარწმუნებული ვარ, ხალხი თქვენს ამ ნაბიჯს ბევრად უფრო დააფასებს, ვიდრე ფართოდ რეკლამირებულ მრავალ პომპეზურ აქციებს.

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (1)
paata
04 იანვარი 2017 11:08
მეორედ აღარ ახსენოთ ის ავადსახსენებელი დრო,როცა თავზე ჭერიც გვქონდა,მშიერი არ იყო ხალხი,ძალით გვამუშავებდნენ და სწავლაც უფასო იყო,მაგრამ არ გვქონდა მთავარი:თავისუფლება,დემოკრატია,ლიბერალიზმ-ჰომოსექსუალიზმი და სხვა მრავალი მარგალიტები.ასე რომ წინ უფსკრულისკენ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები