ობამა: "ჩემი 8-წლიანი მმართველობისას ამერიკის სპეცსამსახურებმა ათიათასობით ტერორისტი გაანადგურეს" - კვირის პალიტრა

ობამა: "ჩემი 8-წლიანი მმართველობისას ამერიკის სპეცსამსახურებმა ათიათასობით ტერორისტი გაანადგურეს"

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ომაბამ თავის გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში განაცხადა, თავისი 8-წლიანი მმართველობისას ამერიკის სპეცსამსახურებმა „ათიათასობით ტერორისტი“ გაანადგურეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ.ისლამური სახელმწიფო განადგურდება.

ჩვენ ათიათასობით ტერორისტი გავანადგურეთ, მათ შორის უსამა ბენ ლადენი. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც თავში ჩვენ ვუდგავართ, მათი ლიდერებიც გაანადგურა“, - აღნიშნა ობამამ ჩიკაგოში სიტყვით გამოსვლისას.

„ისლამური სახელმწიფო“ განადგურდება და ვინც საფრთხეს უქმნის აშშ-ის, თავს უსაფრთხოდ ვერასოდეს იგრძნობს“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"