"დიახ, ჩვენ კვლავ დიად ქვეყნად ვაქცევთ ამერიკას!" - ტრამპის ფიცი და საინაუგურაციო სიტყვა - კვირის პალიტრა

"დიახ, ჩვენ კვლავ დიად ქვეყნად ვაქცევთ ამერიკას!" - ტრამპის ფიცი და საინაუგურაციო სიტყვა

დონალდ ტრამპმა ბიბლიაზე ფიცი დადო და შედეგად, ოფიციალურად დაიკავა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის თანამდებობა.

"მე, დონალდ ტრამპი, საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად ვუხელმძღვანელებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა მოვუარო, გავუფრთხილდე და დავიცვა აშშ-ის კონსტიტუცია. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!", - განაცხადა მან ფიცის დადებისას.

ფიცი ასევე აშშ-ის ახლად არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ დადო.

ტრამპი საინაუგურაციო გამოსვლაში ძირითადად შეეხო ქვეყნის საშინაო პოლიტიკას, მისი თქმით, ვაშინგტონიდან ძალაუფლება ხალხს უნდა დაუბრუნდეს.

მისი თქმით, 2017 წლის 20 იანვარს დაიმახსოვრებენ, როგორც "დღედ, როცა ამ ერის მმართველი ისევ ხალხი გახდა".

"ჩვენ ორ წესს დავიცავთ: იყიდეთ ამერიკული პროდუქცია და დაიქირავეთ ამერიკელები… ამერიკა კვლავ დაიწყება გამარჯვებას - ისე, როგორც არასდროს. დავაბრუნებთ სამუშაო ადგილებს, დავაბრუნებთ ჩვენს საზღვრებს, დავაბრუნებთ ჩვენს სიმდიდრეს და დავაბრუნებთ ჩვენს ოცნებებს", - განაცხადა მან.

ტრამპის თქმით, უმნიშველოვანესია "აკონტროლებს თუ არა მთავრობას ხალხი".

აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: "დიახ, ჩვენ კვლავ დიად ქვეყნად ვაქცევთ ამერიკას!"

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ სხვა ქვეყნებს თავს არ მოახვევს თავის ცხოვრების წესს, თუმცა იქნება მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის.

მისმა ინაუგურაციამ მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე ჩაიარა.

იხილეთ ასევე: "ტრამპი თავის ოთხწლიან ვადას ბოლომდე ვერ მიიყვანს, ერთ ან მაქსიმუმ - ორ წელიწადში მისი იმპიჩმენტის საკითხი დადგება"