ტრამპის ინაუგურაცია საპროტესტო აქციებისა და დაკავებების ფონზე - კვირის პალიტრა

ტრამპის ინაუგურაცია საპროტესტო აქციებისა და დაკავებების ფონზე

დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გუშინ ოფიციალურად გახდა. თუმცა იმ დროს, როცა ტრამპი ბიბლიაზე ფიცს დებდა და მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოდიოდა, ამის პარალელურად, ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, აშშ-ის პრეზიდენტის მოწინაღმდეგეები ყველანაირად ცდილობდნენ ინაუგურაციისთვის ხელის შეშლას.

"ასოშიეითედ პრესის" ცნობით, საპროტესტო აქციების მსვლელობისას 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო აქციაში, რომელიც ქალაქის ცენტრში გაიმართა, ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი სკანდირებდნენ „არა ტრამპს“. ზოგიერთი მათგანი აგრესიულად იქცეოდა.

აქციის მონაწილეებმა ვაშინგტონის ცენტრში მდებარე მაღაზიებისა და კაფეების მინები დაამსხვრიეს.

ვაშინგტონის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, აქციის ზოგიერთი მონაწილე შეიარაღებული იყო ჩაქუჩებით. პოლიციამ აქციის ყველა აგრესიულად განწყობილი მონაწილე დააკავა.

იხილეთ ასევე: "დიახ, ჩვენ კვლავ დიად ქვეყნად ვაქცევთ ამერიკას!" - ტრამპის ფიცი და საინაუგურაციო სიტყვა