თურქეთში გადატრიალების მცდელობა ერდოღანმა დაგეგმა?! - კვირის პალიტრა

თურქეთში გადატრიალების მცდელობა ერდოღანმა დაგეგმა?!

თურქეთში გადატრიალების მცდელობა ერდოღანმა დაგეგმა, - ამის შესახებ ნორვეგიული გამოცემა aldimer.no საიტის რედაქტორი კიეტილ სტორმარი ნატო-ს წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ნატო-ს შემფასებელთა დომინანტური აზრი ძალიან ნათელია: თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, მის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობა მოაწყო. თუმცა, ნატო-ში ამ პრეტენზიების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს. aldimer.no საიტის რედაქტორი კიეტილ სტორმარი აღნიშნავს, რომ საკითხი ძალიან დელიკატურია და გარდა ამისა, სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლება ყველა ქვეყანას აქვს.

"მაღალი რანგის ჩინოვნიკები და ის ადამიანები, რომლებიც 30-40 წლის განმავლობაში თურქეთთან ერთად მუშაობდნენ და ოთხი თუ ხუთი წლის განმავლობაში თურქი ოფიცრების მრჩევლად მუშაობდნენ ამბობენ, რომ მათ არ სჯერათ, რომ ეს იყო გადატრიალება. თურქეთის შეიარაღებულ ძალებს გადატრიალება რომ ეცადათ, ნამდვილად წარმატებას მიაღწევდნენ, რადგან თურქეთში გადატრიალება ადრეც განხორციელდა, ანუ ეს ტრადიციაა. მეორე დღეს, იმ 1600 კაცის სია, რომლის გაათავისუფლებაც თვითონ უნდოდათ, უკვე ხელში ჰქონდათ.

15 ივლისს, ტანკები ბოსფორის ხიდს კეტავენ, საბრძოლო თვითმფრინავები პარლამენტის შენობას ბომბავენ და იმავე დროს პრეზიდენტი ერდოღანი შვებულებით მარმარისში იმყოფება. მაგრამ, იმ ღამესვე საკუთარი თვითმფრინავით სტამბოლში ბრუნდება.

მეორე დღეს, თურქეთი მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით იუწყებოდა, რომ გადატრიალების მცდელობა აღიკვეთა და სამხედრო, სასამართლო და სხვა ოფიციალური პირების სისტემური და ყოვლისმომცველი ლიკვიდაცია იწყებოდა. იმ თურქი სამხედროების 80-90 პროცენტი, რომლებიც ნატო-ში მსახურობდნენ სამსახურიდან დაითხოვეს. ნატო-ს წყაროების თქმით, ვინც სახლებში დაბრუნება გაბედეს მათი უმრავლესობა დააპატიმრეს, მნიშვნელოვანი ნაწილი კი მოკლეს", - ნათქვამია სტატიაში. გაგრძელება