რა დაავალა ტრამპა გენშტაბს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ? - კვირის პალიტრა

რა დაავალა ტრამპა გენშტაბს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ?

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, საუბარი გაგრძელდა ერთ საათს და მისი მთავარი თემა უახლოეს მომავალში "ისლამურ სახელმწიფოს" წინააღმდეგ აშშ-ის და რუსეთის ერთობლივი ბრძოლა და სირიაში არსებული კონფლიქტის დარეგულირების გზების მოძებნა იყო.

სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პირადი კონტაქტები რეგულარულად ექნებათ.

"როგორც პრეზიდენტი ტრამპი, ისე ვლადიმირ პუტინი იმედოვნებენ, რომ ამ სატელეფონი ზარის შემდეგ შეძლებენ სწრაფად დაიწყონ კოორდინირებული ბრძოლა ტერორიზმთან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა", - ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში.

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, პრეზიდენტებმა საფუძვლიანად განიხილეს აქტუალური საერთაშორისო პრობლემები, მათ შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია, ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შექმნილი ვითარება. ასევე შეეხნენ უკრაინაში კრიზისის ძირითად ასპექტებს.

კრემლის პრსსამსახურის ინფორმაციითვე, ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ აღნიშნულ და სხვა საკითხებზე ჩამოაყალიბონ პარტნიორული თანამშრომლობა. ამავდროულად პრიოტიტეტად გამოყოფილია ძალისხმევის გაერთიანება მთავარი საფრთხის - საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ.

თეთრი სახლისა და კრემლის ოფიციალურ ანგარიშებში არაფერი წერია რუსეთის მიმართ აშშ-ის სანქციების თაობაზე, თუმცა დასავლური მედია ვარუდობს, რომ სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტები ამ თემასაც შეეხნენ.

იმავე საღამოს ასევე გახდა ცნობილი, რომ ტრამპმა ხელი მოაწრა ბრძანებას, რომელიც ითხოვს გენშტაბის გაერთიანებული კომიტეტისგან "ისლამური სახელმწიფოს" სრული განადგურების გეგმას, რომლის წარდგენის ვადად პრეზიდენტმა სამხედრო ხელმძღვანელობას 30 დღე მისცა.

ბრძანების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, გეგმაში უნდა ჩაიწეროს, რომ საჭიროა "ისლამურ სახელმწიფოსთან" მებრძოლმა კოალიციამ შეიძინოს ახალი პარტნიორები, რომელთაც კოალიციის მხარდაჭერა ექნებათ.

პუტინთან საუბრას წინ უსწრებდა ტრამპის სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან.

კრემლის ლიდერი ხუთიდან ერთი მსოფლიო ლიდერი გახლდათ, ვისაც ტრამპი 28 იანვარს ესაუბრა.

იხილეთ ფოტოგალერეა: მელანია ტრამპი - აშშ-ის ყველაზე სექსუალური პირველი ლედი