საფრანგეთში „ფლამანვილის“ ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა - კვირის პალიტრა

საფრანგეთში „ფლამანვილის“ ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  საფრანგეთის ჩრდილოეთ-დასავლეთში „ფლამანვილის“ ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება სამანქანო განყოფილებაში მოხდა. რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს. პრეფექტურაში განაცხადეს, რომ მომხდარის შედეგად ხუთი ადამიანი მსუბუქად მოიწამლა.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები, მაშველები და სასწაფო დახმარების სამსახურია მობილიზებული. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა, თუმცა ხანძარი ატომური რეაქტორების ზონებზე არ გავრცელდა.

როგორც ცნობილია, სადგური 1980-იან წლებში აშენდა, აქ განთავსებულია ორი ატომური რეაქტორი, თითოეული მათგანი კი 1300 მეგავატის სიმძლავრისაა. ბოლო პერიოდში სადგურში ახალი მესამე რეაქტორის მშენებლობა დაიწყეს.