"The New York Times, NBC, ABC, CBS, CNN ჩემი მტრები კი არა, ამერიკელი ხალხის მტრები არიან" - ტრამპის მორიგი თავდასხმა მედიაზე - კვირის პალიტრა

"The New York Times, NBC, ABC, CBS, CNN ჩემი მტრები კი არა, ამერიკელი ხალხის მტრები არიან" - ტრამპის მორიგი თავდასხმა მედიაზე

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ზოგიერთი ამერიკული მედია საშუალება ამერიკელი ხალხის მტერია. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე განაცხადა.

„მედია საშუალებები, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ (The New York Times, NBC, ABC, CBS, CNN) ჩემი მტრები კი არა, არამედ ამერიკელი ხალხის მტრები არიან“, - დაწერა „ტვიტერის“ პირად გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი არაერთხელ აკრიტიკებდა ამერიკულ მედია საშუალებებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის. პრეზიდენტმა CNN-ის ჟურნალისტები მისადმი „არაობიექტური და სიძულვილით სავსე“ დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა.

"ინტერპრესნიუსი"