თურქეთის პოლიციამ სარფის გამშვებ პუნქტში ჩემოდანში ქალი აღმოაჩინა - კვირის პალიტრა

თურქეთის პოლიციამ სარფის გამშვებ პუნქტში ჩემოდანში ქალი აღმოაჩინა

თურქეთის პოლიციამ სარფის გამშვებ პუნქტში საქართველოს ორი მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც შემოწმებისას ჩემოდანში ქალი აღმოჩნდა, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე მალულად შესვლას ცდილობდა, - იუწყება თურქული გამოცემა Daily Sabah. მათივე ინფორმაციით, შემოწმებისას პოლიციამ მამაკაცს ჩემოდნის გახსნა სთხოვა, რომელშიც ქალი აღმოჩდა.

დაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ 28 წლის ქალი სამი თვის წინ თურქეთიდან იყო დეპორტირებული. ორივე პირი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"