"საჭირბოროტო საკითხებს საძინებელში განიხილავენ" - როცა გზა ვიცე-პრეზიდენტობისკენ პრეზიდენტის გულზე გადის - კვირის პალიტრა

"საჭირბოროტო საკითხებს საძინებელში განიხილავენ" - როცა გზა ვიცე-პრეზიდენტობისკენ პრეზიდენტის გულზე გადის

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თავისი მეუღლე, მეჰრიბან ალიევა ქვეყნის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.

როგორც ცნობილია ქვეყნის პირველი ლედი არც აქამდე იყო ქვეყნის მართვა-გამგეობის მიღმა, მაგრამ ახლა ყველაფერს ოფიცალური სახე მისცეს.

ალიევმა ცოლი ვიცე-პრეზიდენტად 21 თებერვალს უშიშროების საბჭოს სხდომაზე წარადგინა.

"ჩემი ბრძანებით, დღეს მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. ის წლების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ, კულტურულ ცხოვრებაში...

მისი ხელმძღვანელობით, "ჰეიდარ ალიევის ფონდი" ყველაზე დიდ და ავტორიტეტულ ორგანიზაციად გადაიქცა არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ რეგიონში", -  განაცხადა პრეზიდენტმა და მეუღლემ.

მეჰრიბან ალიევამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ მეუღლეს ნდობისთვის: "ბატონო პრეზიდენტო, გამოვხატავ დიდ მადლიერებს თქვენი ნდობის მიმართ. მჯერა, რომ თქვენი და ხალხის ნდობას გავამართლებ".

ალიევა დიდი ხანია დეპუტატია, პოლიტიკურ საკითხებში ღიად ნაკლებად ერევა, თუმცა, ფაქტია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის პოლიტიკურზეც, მისი გავლენა ძალიან დიდია. ალიევებთან დაახლოვებული პირები არაოფიციალურად შენიშნავენ, რომ პრეზიდენტი ქმარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინ სწორედ ქალბატონ მეჰრიბანს ეთათბირება და მის აზრსაც ხშირად ითვალისწინებს.

გავრცელებულ ინფორმაციას უმალ მოჰყვა გამოხმაურება ქართულ საზოგადოებაში. მაგალითად სოციალურ ქსელში ამ საკითხზე ხუმრობებიც არ დაიშურეს. შეხვდებოდით ასეთ პოსტებს:

"ეტყობა შვილმა უარი განაცხადა ტახტზე და ცოლს ამზადებს საპრეზიდენტოდ"

"სულ ლიდერობის და პროფესიონალური თვისებების გამო დაინიშნა"

"მისი სახით ალბათ მალე რეგიონში პირველ ქალ ლიდერს ვიხილავთ"

"ალბათ საჭირბოროტო საკითხებს საძინებელში განიხილავენ" - ქმარი პრეზიდენტი, ცოლი ვიცე-პრეზიდენტი

"შინ და გარეთ პირველი ვიცეპრეზიდენტი იქნება. აქამდე მარტო სახლში იყო მეორე პირი, ახლა ქვეყანაშიც იქნება"

მეჰრიბან ალიევა არის აზერბაიჯანის პირველი ქალბატონი, ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი და კეთილი ნების ელჩი "იუნესკო"- ში. მეჰრიბან არიფის ასული ალიევა (ქალიშვილობის გვარი ფაშაევა) 1964 წლის 26 აგვისტოს, ბაქოში დაიბადა. როგორც "ვიკილიქსი" წერს, ალიევა აზერბაიჯანის ერთ-ერთ გავლენიან ოჯახში დაიბადა. გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა: მეჰრიბან ალიევა - აზერბაიჯანის პირველი ლედი