დედამიწის მსგავსი 7 პლანეტა - "ნასას" სენსაციური აღმოჩენა - კვირის პალიტრა

დედამიწის მსგავსი 7 პლანეტა - "ნასას" სენსაციური აღმოჩენა

22 თებერვალს "ნასას" ასტრონომებმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე სენსაციური ინფორმაცია გაავრცელეს. მათი ცნობით, დედამიწის მსგავსი შვიდი პლანეტა აღმოაჩინეს.

და ეს მხოლოდ დასაწყისია...

მათგან 3 პლანეტა ვარსკვლავებით დასახლებად ზონაშია. ეს არის ვარსკვლავებით გარშემორტყმული ზონა, სადაც შესაძლოა თეორიულად არსებობდეს წყალი. ხოლო დანარჩენ პლანეტებზე ეს ნაკლებ სავარაუდოა.

"ეს არის საოცარი პლანეტარული სისტემა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამდენი პლანეტა ვიპოვეთ, არამედ იმიტომაც, რომ ისინი ჩვენდა გასაოცრად, დედამიწის ზომისები არიან", - განაცხადა წამყვანმა მეცნიერმა მაიკლ გილონმა.

პლანეტები ვარსკვლავ TRAPPIST-1-ის ორბიტალურ ზონაში მოძრაობს, სადაც საკმარისი სითბო და სინათლეა წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობისთვის. აღნიშნული პლანეტები დედამიწიდან თითქმის 40 სინათლის წლით არის დაშორებული.

„ვფიქრობ უდიდესი აღმოჩენა გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ დავადგინოთ, არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის მიღმა“, - განაცხადა კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომმა ამორი ტრიომ.

მეცნიერები ვარაუდობენ, თუკი ამ პლანეტებზე სიცოცხლე ჯერ არ არის, შესაძლებელია, რომ სიცოცხლე განვითარდეს.