ცნობილი ადამიანები, რომლებიც მენინგიტის დიაგნოზით გარდაიცვალნენ - კვირის პალიტრა

ცნობილი ადამიანები, რომლებიც მენინგიტის დიაგნოზით გარდაიცვალნენ

მენინგიტი, ანუ თავის ტვინის გარსის ანთება სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, თუმცა თუკი საზოგადოება ამის შესახებ კარგად იქნება ინფორმირებული, ამ საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია.

მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, კეფისა და კისრის კუნთების დაჭიმულობა ეს ის სიმპტომებია, რომელიც მენინგიტს ახასიათებს.

ისტორიამ შემოინახა იმ ადამიანთა სახელები, რომლებიც მენინგიტით გარდაიცვალნენ.

ოსკარ უაილდი

ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი დრამატურგის, მწერლისა და პოეტის შემოქმედებას მთელი მსოფლიო იცნობს. დადასტურებულია, რომ ის 1900 წელს 30 ნოემბერს საფრანგეთში მენინგიტით გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, მისი ორგანიზმი განსაკუთრებულად დასუსტდა ციხეში ყოფნის წლებში. სიკვდილის წინ უაილდს უთქვამს: „მე ვერ გადავლახავ XIX საუკუნეს, ინგლისელები ვერ გადაიტანენ ჩემს დიდხანს სიცოცხლეს“. როგორც ცნობილია, მენინგიტი მას ყურის ინფექციით განუვითარდა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მეტყველების უნარი წაერთვა და ირგვლივ მყოფებთან მხოლოდ ჟესტებით ურთიერთობდა.

ამადეო მოდილიანი

XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მხატვარი, არქიტექტორი და ექსპრესიონიზმის უმთავრესი წარმომადგენელი ტუბერკულოზური მენინგიტით გარდაიცვალა.

11 წლის ასაკში მოდილიანი პლევრიტით დაავადდა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ტიფით, რომელიც იმ დროისათვის განუკურნებელი სენი იყო. მხატვრის ხატვისადმი დიდი სიყვარულის გამო, ავადმყოფობების მიუხედავად, ის პატარა ასაკიდანვე სწავლობდა ფერწერას, თუმცა სიცოცხლეში ხატვით ფულის შოვნა ვერ მოახერხა. მისი ნახატები საზოგადოებისთვის მხატვრის გარდაცვალების შემდეგ უფრო პოპულარული და ღირებული გახდა.

ის 1920 წლის 24 იანვარს, 35 წლის ასაკში პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„ოქროს ადელი“

ადელ ბლოხ-ბაუერი ვენის საბანკო გაერთიანების დირექტორის, მორიც ბაუერის ქალიშვილი გახლდათ, თუმცა ის საზოგადოებისთვის ცნობილი გუსტავ კლიმტის შეუდარებელი ტილოს შემდეგ გახდა. მდიდარი ქალბატონი, მეუღლეს მხატვართან ღალატობდა, მეუღლემ ფერდინანდ ბლოხმა რომელიც იმ დროისათვის ცნობილი ებრალი ბიზნესმენი გახლდათ, მეუღლე დასაჯა და გუსტავს ადელის დახატვა შეუკვეთა.

კლიმტისა და ადელის გრძნობები კი თანდათანობით განელდა. სამუშაოს დაწყებიდან რამდენიმე ხანში ადელი ავად გახდა და კლიმტს ხანგრძლივი შესვენების გაკეთება უწევდა.(იხილეთ სრულად)

ადელი ავადმყოფობდა, ამასთან, ბევრს ეწეოდა, მთელ დღეებს ლოგინში ატარებდა. მან სამჯერ იმშობიარა და სამივე შვილი გარდაეცვალა, საბოლოოდ კი 44 წლის ასაკში, 1925 წლის 24 იანვარს, ვენაში მენინგიტით გარდაიცვალა.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ