"პრეზიდენტის პოსტზე ოთხი კვირის შემდეგ შემიძლია განვაცხადო, რომ თითქმის ყველაფერს მივაღწიეთ, რის მიღწევასაც ვგეგმავდით" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტის პოსტზე ოთხი კვირის შემდეგ შემიძლია განვაცხადო, რომ თითქმის ყველაფერს მივაღწიეთ, რის მიღწევასაც ვგეგმავდით"

აშშ-ის ადმინისტრაციამ „თითქმის ყველაფერს“ მიაღწია, რის გაკეთებასაც აპირებდა თავისი მუშაობის პირველ თვეს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„პრეზიდენტის პოსტზე ოთხი კვირის შემდეგ შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ თითქმის ყველაფერს მივაღწიეთ, რის მიღწევასაც ვგეგმავდით“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მაგალითად მან საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება მოიყვანა.

„მსოფლიოში დიდი პრობლემებია და თქვენ ეს კარგად იცით. მაგრამ ჩვენ კმაყოფილნი ვართ თუ როგორ მიდის საქმეები. ჩვენ ბევრი დაპირება მივეცით ბოლო ორი წლის განმავლობაში და მათი უმეტესობა შევასრულეთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, ის დღეს გუბერნატორებთან ერთად ჯანდაცვის სისტემას განიხილავს.

"ინტერპრესნიუსი"