BBC დაჭრილი თავდამსხმელის ფოტოს ავრცელებს - კვირის პალიტრა

BBC დაჭრილი თავდამსხმელის ფოტოს ავრცელებს

ლონდონის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან დანით შეიარაღებული პირი თავს დაესხა პოლიციელს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ცეცხლი გახსნეს. მაშინ, როდესაც თავდამსხმელი დანის ქნევით გაიქცა ვესტმინსტერის სასახლის კარისკენ, სასახლის დაცვამ მისი მიმართულებით სამჯერ გაისროლა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა.

ცოტა ხნით ადრე ვესტმინსტერის ხიდთან ავტომანქანა მიზანმიმართულად შევარდა ტროტუარზე და ფეხით მოსიარულე მოქალაქეებსა და პოლიციის იფიცრებს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 12-მდე ადამიანი. მათგან ერთი ქალბატონი გარდაიცვალა. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ორივე თავდასხმა ერთი და იგივე პირმა ჩაიდინა.

BBC დაჭრილი თავდამსხმელის ფოტოს ავრცელებს, რომელზეც აღბეჭდილია თუ როგორ ცდილობენ მედიკოსები მისთვის სამედიცონო დახმარების აღმოჩენას. კადრში მარცხნივ ჩანს დანა, რომლითაც ის პოლიციელს დაესხა თავს. შედეგად სამართალდამცავი გარდაიცვალა. ამჟამინდელი ინფორმაციით, დაღუპულია კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც მანქანის დაჯახების შედეგედ მიღებული მრავლობითი ტრვმებით გარდაიცვალა.

ვრცელდება ვერსია, რომ თავდამსხმელს თანამზრახველი ჰყავდა, რომელმაც მიმალვა მოახერხა, თუმცა ამას არ ადასტურებს ლონდონის პოლიცია. მათი ბოლო განცხადებით, დაშავებულია 20-მდე ადამიანი, მათგან 3 პოლიციელი. გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორისაა თავდამსხმელიც.

იხილეთ ასევე: "ძლიერი დარტყმის ხმა გავიგონე, რომელიც ბომბის აფეთქებას ან მანქანების შეჯახებას ჰგავდა" - თავდასხმა ლონდონის ცენტრში