ლონდონში მომხდარი ტერაქტის საქმეზე 7 პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

ლონდონში მომხდარი ტერაქტის საქმეზე 7 პირი დააკავეს

ლონდონის ცენტრში მომხდარი ტერაქტის საქმეზე ბრიტანეთის პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა.

ბოლო მონაცემებით ტერაქტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა - ერთი პოლიციელი, ასევე, ქალბატონი 40 წლამდე, მამაკაცი დაახლოებით 50 წლის ასაკის და თავად თავდამსხმელი. საავადმყოფოში გადაყვანილია 29 ადამიანი, აქედან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია.

ლონდონის საქალაქო პოლიციის სკოტლანდ იარდის განცხადებით, პირი, რომელმაც გუშინ ტერაქტი განახორციელა, მარტო მოქმედებდა. პოლიციამ 6 მისამართზე ჩხრეკა ჩაატარა და 7 ადამიანი დააკავა.

სკოტლანდ იარდში აღნიშნავენ, რომ ახალი ტერორისტული აქტების საფრთხე არ არის.

იხილეთ ასევე: "რამდენიმე წამით ადრე რომ გადაგვეჭრა ქუჩა, მისი მსხვერპლი მე და ჩემი ოჯახიც გავხდებოდით" - 5 გარდაცვლილი და 40-მდე დაშავებული