ვინ იყო ხალიდ მასუდი, ვინც ლონდონის ტერაქტი განახორციელა?! - კვირის პალიტრა

ვინ იყო ხალიდ მასუდი, ვინც ლონდონის ტერაქტი განახორციელა?!

სკოტლანდ-იარდის ინფორმაციით, თავდამსხმელის ვინაობა, რომელმაც ჯერ ვესტმინსტერის ხიდზე, იმსხვერპლა ადამიანები მანქანით, შემდეგ კი პარლამენტის მახლობლად პოლიციელი მოკლა, ცნობილია.

ის ბრიტანეთის მოქალაქე, 52 წლის ხალიდ მასუდია, რომელიც კენტის საგრაფოში დაიბადა, ბოლო პერიოდში კი ქვეყნის დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა.

ის აქამდე ტერორისტებთან კავშირში შემჩნეული არ ყოფილა, თუმცა კანონთან პრობლემები ხშირად ჰქონდა.

წარსულში მას პასუხისგება მოუწია ადამიანისთვის მძიმე დაზიანების მიყენების ბრალდებით, ასევ იარაღის უკანონი ფლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის.

მასუდი პირველად 1983 წელს სხვისი ქონების დაზიანებისთვის გაასამართლეს, ბოლოს კი 2003 წელს - ცივი იარაღის უკანონო ფლობისთვის.

ბოლო ინფორმაციით, ლონდონის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. შეგახსენებთ, ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, რის მერეც პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობა გაასაჯაროვა.

იხილეთ ასევე: "რამდენიმე წამით ადრე რომ გადაგვეჭრა ქუჩა, მისი მსხვერპლი მე და ჩემი ოჯახიც გავხდებოდით" - 5 გარდაცვლილი და 40-მდე დაშავებული