"ტრამპს ტელეფონზე დონალდ ტუსკთან საუბრისას, ეგონა, მე მელაპარაკებოდა" - კვირის პალიტრა

"ტრამპს ტელეფონზე დონალდ ტუსკთან საუბრისას, ეგონა, მე მელაპარაკებოდა"

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ერთმანეთში აერია. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Financial Times ჟან-კლოდ იუნკერზე დაყრდნობით იუწყება.

"სხვათა შორის, დონალდ ტრამპი საერთოდ ვერ ერკვევა ევროპულ საქმეებში. ტრამპს ტელეფონზე დონალდ ტუსკთან საუბრისას, ეგონა, მე მელაპარაკებოდა", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა.

მანვე აღნიშნა, რომ "პირველად ისტორიაში შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამერიკის პრეზიდენტი დაინტერესებული არ არის ევროპული საქმეებით“.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი აპრილში ვაშინგტონს ვიზიტით ეწვევა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის შეხვდება თუ არა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.

"ინტერპრესნიუსი"