სტოკჰოლმში სატვირთო ხალხში შევარდა - არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

სტოკჰოლმში სატვირთო ხალხში შევარდა - არის მსხვერპლი

სტოკჰოლმში სატვირთო ავტომანქანის ხალხში შევარდნის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც, - იუწყება Sky News.

მომხდარ შემთხვევას პოლიცია „შესაძლო ტერაქტად“ განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდ სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. მანქანა სავაჭრო ცენტრის ვიტრინაში შევარდა.

ამ მომენტისთვის პოლიციამ ქუჩის ბლოკირება მოახდინა. ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.