გერმანიაში აფეთქების შედეგად ფეხბურთელი მარკ ბარტრა დაშავდა - კვირის პალიტრა

გერმანიაში აფეთქების შედეგად ფეხბურთელი მარკ ბარტრა დაშავდა

დორტმუნდში, საფეხბურთო კლუბ „ბორუსია დორტმუნდის“ ავტობუსის წინ მცირე სიმძლავრის სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა.

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში დორტმუნდის „ბორუსია“ ფრანგულ მონაკოს უპირისპირდება სახლში.

"ინტერპრესნიუსი"