ამერიკამ ავღანეთში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი ბომბი გამოიყენა - კვირის პალიტრა

ამერიკამ ავღანეთში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი ბომბი გამოიყენა

აშშ-მა პირველად გამოიყენა ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბი საომარ პირობებში, რომლის სამიზნეც ავღანეთში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკები" იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა businessinsider.com ავრცელებს.

"დარტყმა დღეს, აჩინის რაიონში ავღანეთის ნანგარხარის პროვიცნციაში განხორციელდა. ის პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარეობს და ფაქტობრივად არ კონტროლდება. სამიზნე "ისლამური სახელმწიფო", მათი გვირაბთა სისტემა იყო, რომელსაც "ბოევიკები" გადასაადგილებლად იყენებენ.

საუბარია ბომბზე "GBU-43"-ზე, რომლის ჩამოგდება თვითმფრინავ "MC-130"-დან განხორციელდა. მისი წონა 9,5 ტონას შეადგენს. ამ დროისთვის ექსტრემისტებისთვის მიყენებული ზიანის შეფასება მიმდინარეობს.

ამერიკაში აღნიშნულ ბომბს "ყველა ბომბის დედას" უწოდებენ. ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა.

"ინტერპრესნიუსი"