ალეპოს გარეუბანში აფეთქებას 150 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ალეპოს გარეუბანში აფეთქებას 150 ადამიანი ემსხვერპლა

ალეპოს გარეუბანში აფეთქებას 150-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 68 ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის უფლებადამცველ ობსერვატორიაზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ცნობილი გახდა, რომ დაღუპულებს შორის, ასევე, არიან ჰუმანიტარული მისიისა და ამბოხებულთა ძალების წარმომადგენლები.

ავტობუსებთან, რომლებითაც მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. მათი საშუალებით, ქალაქ ფუასა და კეფრაიას მცხოვრებლები გადაადგილდებოდნენ, რომლებიც 2015 წლის მარტიდან ამბოხებულებს ალყაში ჰყავდათ მოქცეული.

"ინტერპრესნიუსი"