„დაიშის არშემდგარი ქიმიური თავდასხმა ნიშნავს, რომ ტერორისტები სასოწარკვეთილნი არიან" - კვირის პალიტრა

„დაიშის არშემდგარი ქიმიური თავდასხმა ნიშნავს, რომ ტერორისტები სასოწარკვეთილნი არიან"

„ისლამურ სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ამერიკელი და ავსტრალიელი სამხედრო ინსტრუქტორების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. სამხედროები ერაყის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ბაზაზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია CBS - მა გაავრცელა.

ტელეარხის ინფორმაციით, შემთხვევისას 25-მდე ერაყელი დაშავდა.

ეს უკვე რიგით მეორე შემთხვევაა, როცა „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქიმიური იარაღი გამოიყენა. ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღით ადრე, ერაყელი სამხედროები საზოგადოებას აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ „ბოევიკებმა“ ქლორის შემადგენლობის ჭურვები მოსულის დასავლეთ ნაწილში გადაიტანეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელების თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენება უკვე სისტემატიური გახდა.

ქალაქი მოსული

„დაიშის არშემდგარი ქიმიური თავდასხმა ნიშნავს, რომ ისინი სასოწარკვეთილნი არიან, იმ დროს, როცა ერაყელი სამხედროები მოსულის გასათავისუფლებლად იბრძვიან“ - განაცხადა ერაყის სამხედრო ძალების გენერალმა იაჰია რასულმა.

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს, ეგვიპტეში, სინას ნახევარკუნძულზე წმინდა ეკატერინეს მონასტერთან მდებარე პოლიციის საკონტროლო პუნქტზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სწორედ  „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

უცნობმა პირებმა წმინდა ეკატერინეს მონასტერთან მდებარე პოლიციის საკონტროლო პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

თარგმნა ეკა გადახაბაძემ