მკვლელობა, რომლის ვიდეოჩანაწერი "ფეისბუკში" მკვლელმა გამოაქვეყნა და ცუკერბერგის ბოდიში
მკვლელობა, რომლის ვიდეოჩანაწერი "ფეისბუკში" მკვლელმა გამოაქვეყნა და ცუკერბერგის ბოდიში
სოციალური ქსელის "ფეისბუკის" დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა F8 კონფერენციაზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, რობერტ გოდვინის ოჯახს საჯაროდ მიუსამძიმრა და მწუხარება გამოთქვა, რომ რობერტ გოდვინის მკვლელობის ამსახველი ვიდეო რამდენიმე საათის განმავლობაში "ფეისბუკზე" ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო.

16 აპრილს, ოჰაიოს შტატში 37 წლის სტივ სტივენსი Ford Fusion-ის მარკის ავტომობილიდან გადმოვიდა, ამ დროს ტელეფონით ვიდეოს იღებდა, სადაც თქვა: "აი სწორედ ის, ვისაც მე მოვკლავ. მე ახლა ამ მოხუც კაცს მოვკლავ". შემთხვევითი გამვლელი 74 წლის
You must have Flash Player installed in order to see this player.
რიჩარდ გოდვინი
აღმოჩნდა, რომელიც ეკლესიიდან ვაჟის სახლში ბრუნდებოდა. მამაკაცებმა რამდენიმე წუთი ილაპარაკეს, სტივენსმა შემდეგ მოხუცს სთხოვა სახელი "ჯოი ლეინი" წარმოეთქვა, ამის შემდეგ სტივენსმა მოხუცს ესროლა და ისევ მანქანაში დაბრუნდა. გოდვინი გარდაიცვალა, მას 9 შვილი და 14 შვილიშვილი დარჩა.

სტივენსმა გოდვინის მკვლელობის ვიდეო "ფეისბუკის" პირად გვერდზე განათავსა, შემდეგ სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში ჰყვებოდა, რომ ამ მკვლელობის გარდა, კიდევ ათეულობით მკვლელობა აქვს ჩადენილი.
რობერტ გოდვინი
როგორც დამნაშავემ განაცხადა, მისი ხელით უკვე 15 ადამიანი გარდაიცვალა, მათი გვამები პოლიციამ მიტოვებულ სახლში უნდა ეძებოს. როგორც ის ჰყვებოდა,
მკვლელობები ყოფილი შეყვარებულის ჯოი ლეინის გამო ჩაიდინა, თითქოს ამით მას უმტკიცებდა, რომ იმაზე მეტი შეეძლო ვიდრე ქალს წარმოედგინა.

მკვლელის ყოფილი შეყვარებული პოლიციას მალევე დაუკავშირდა, მას სამართალდამცავები იცავდნენ. როგორც გოგონამ ტელეარხ CBS-თან განაცხადა, ის სტივენსს რამდენიმე წელი ხვდებოდა. როგორც ირკვევა, სტივენსი
კარგად ექცეოდა გოგონასაც და მის შვილებსაც. მსგავს ინფორმაციას ამტკიცებენ მკვლელის სხვა ახლობლებიც. ცნობილია, რომ სტივენსი ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობდა.

"თუ კიდევ ერთხელ მნახავ, ეს სასწაული იქნება", - ეს იყო ბოლო ფრაზა, რასაც სტივენსის დედა იხსენებს, როგორც ის ამბობს, შვილი ბოლო რამდენიმე დღე უცნაურად იქცეოდა.

სამშაბათს, 18 აპრილს, სამართალდამცავებმა დანაშაულის შესახებ გაიგეს და სტივენსზე ძებნა გამოაცხადეს, როგორც გაირკვა, დამნაშავემ  თავი მოიკლა. სამართალდამცავებმა ოფიციალური განცხადება მარკ ცუკერბერგის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლამდე ერთი საათით ადრე გააკეთეს.

მომხდარის შემდეგ "ფეისბუკის" ადმინისტრაცია გააკრიტიკა სოციალური ქსელის მომხმარებლებმა, რადგან სტივენსის გადაღებული მკვლელობა ქსელში 2 საათის განმავლობაში ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. ამ პერიოდში "ფეისბუკის" ადმინისტრაციას ეგზავნებოდა ინფორმაცია, რომ სტივენსმა დანაშაული ჩაიდინა.

"ძალაუფლების განუსაზღვრელი მასშტაბი"


კლივლენდის პოლიციის წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე "ფეისბუკის" როლზეც ილაპარაკა.

"ვფიქრობ, რომ სოციალურ ქსელში ხალხს მინიჭებული აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება, ისინი ვერ ხვდებიან რამდენად დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ საზოგადოებისთვის...

საზოგადოებამ სოციალურ ქსელში არ უნდა გამოაქვეყნოს მათი პირადი ცხოვრება, უფრო მეტიც, არ უნდა გამოიყენონ "ფეისბუკი" სხვისთვის ზიანის მისაყენებლად. ეს ტრაგედია კარგი მაგალითია, როგორ არ უნდა მოვიქცეთ. მკვლელობა არ უნდა მომხდარიყო და მითუმეტეს, ეს ამბავი ყველასთვის საჯარო არ უნდა გამხდარიყო", - განაცხადა კლივლენდის პოლიციის წარმომადგენელმა კალვინ უილიამსმა.

"ჩვენ ვუსამძიმრებთ რობერტ გოდვინის ოჯახსა და მეგობრებს. საკმაოდ რთული სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს",- განაცხადა მარკ ცუკერბერგმა კონფერენციაზე.


"იმედი - ხელოვნური ინტელექტი"

"ფეისბუკის კომპანიაში გაერთიანებულია უამრავი ნიჭიერი ადამიანი, ისინი ყოველ დღე შრომობენ, რათა შექმნან და განავითარონ ხელოვნური ინტელექტი. ვფიქრობ, "ფეისბუკს" ეს საქმიანობა მისცემს საშუალებას, მომავალში მსგავსი ტიპის დარღვევები თავიდან აიცილოს.

სწორედ ხელოვნური ინტელექტი იქნება ის მთავარი ფაქტორი, რომლის საშუალებითაც შეძლებენ სწრაფად აღმოაჩინონ ქსელში გავრცელებული კანონდამრღვევი ინფორმაცია", - განაცხადა CCS Insight - ის წარმომადგენელმა ჯეფ ბლეიბერმა, რომელიც F8 კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე იყო. (წყარო)

მოამზადა ეკა გადახაბაძემ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები