საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება - კვირის პალიტრა

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნების მეორე ტური 7 მაისს ჩატარდება. ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ-მეორე ადგილზე გასული კანდიდატები - პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან, რომლებმაც წინასწარი შედეგებით, შესაბამისად, ხმების 23,7% და 22% მიიღეს.

საფრანგეთში რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართა. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის ირჩევდნენ.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში - 20:00 საათზე.