აზერბაიჯანმა სომხეთს საზენიტო დანადგარი გაუნადგურა - მთიან ყარაბაღში ვითარება ისევ დაძაბულია
აზერბაიჯანმა სომხეთს საზენიტო დანადგარი გაუნადგურა - მთიან ყარაბაღში ვითარება ისევ დაძაბულია
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15 მაისს, აზერბაიჯანის მხარემ კიდევ ერთხელ დაარღვია 1994 წელს დადებული შეთანხმება მთიან ყარაბაღში სროლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მთიან ყარაბაღში სარაკეტო კომპლექსი გაანადგურა. ამის თაობაზე ინფორმაცია დაადასტურა აზერბაიჯანმაც.

აზერბაიჯანულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს კადრები, სადაც აღბეჭდილია, როგორ ანადგურებს აზერბაიჯანის მხარე საჰაერო შეტევით საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ოსას“. სომხეთს არმიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში განლაგებული სარაკეტო კომპლექსის წინააღმდეგ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა ПТРК გამოიყენეს. როგორც ამბობენ, შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

„15 მაისს სომხეთის მხარემ ფიზულინ-ხოჯავენდის საომარი ტერიტორიის მიმართულებით ახალი საზენიტო დანადგარი გადმოიტანა, რომლის მიზანი საჰაერო ზოლის კონტროლირება იყო. აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეებმა ის მწყობრიდან გამოიყვანეს“, - ნათქვამია აზერბაიჯანის ოფიციალურ განცხადებაში. (წყარო)

უცხოელი ექსპერტების განმარტებით, 1,5 -2 წლის წინ, „აპრილის ომის“ შემდეგ, აზერბაიჯანსა და დე ფაქტო ყარაბაღს შორის დაძაბულობა იზრდებოდა. დაპირისპირებისას საზღვარზე გამოიყენეს ნაღმტყორცნი და მსგავსი მძიმე ტექნიკის გამო, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის არმიამ არაერთი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. მშვიდობიან მოსახლეობას კი მატერიალური ზარალი მიადგა.

როგორც ამბობენ, სომხეთმა  მთიან ყარაბაღში „ოსას“ სწორედ იმ უპილოტო თვითმფრინავის ჩამოსაგდებად გაგზავნა, რომელიც საჰაერო საზღვრებს გამუდმებით არღვევდა.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

You must have Flash Player installed in order to see this player.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები