ეკვადორის პოლიციამ 5,53 ტონა კოკაინი ამოიღო, რომლის ღირებულება 250 მლნ დოლარს შეადგენს - კვირის პალიტრა

ეკვადორის პოლიციამ 5,53 ტონა კოკაინი ამოიღო, რომლის ღირებულება 250 მლნ დოლარს შეადგენს

კვადორის პოლიციამ 5,53 ტონა კოკაინი ამოიღო, რომლის საბაზრო ღირებულება 250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ეკვადორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნარკოტიკი ევროპული ბაზრისთვის იყო გათვალისწინებული.

სპეცოპერაცია 12 მაისს განხორციელდა. კოკაინის პარტია სატვირთო გემზე იყო, რომელიც ეკვადორის პორტ ლა ლიბერტადიდან ესპანეთის მიმართულებით გავიდა.

ხომალდის დაკავება წყნარ ოკეანეში მოხდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, გემის პირადი შემადგენლობა დაკავებულია, მათ შორის ესპანეთისა და კოლუმბიის მოქალაქეები, რომლებიც დანაშაულებრივ სინდიკატს ხელმძღვანელობდნენ.

"ინტერპრესნიუსი"