22 დღუპული და 60-ზე მეტი დაშავებული - საზარელი ტერაქტი მანჩესტერში - კვირის პალიტრა

22 დღუპული და 60-ზე მეტი დაშავებული - საზარელი ტერაქტი მანჩესტერში

სულ ცოტა 22 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა ინგლისის ქალაქ მანჩესტერში, "მაჩესტერ- არენაზე" მომხდარ აფეთქების შედეგად. როგორც ცნობილია, სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში მოხდა. პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ აქტად უკვე შეაფასა. სამართალდამცავი უწყება თვითმკვლელი ტერორისტის ვერსიას განიხილავს

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველებისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მედიკოსები დაღუპულების რიცხვის ზრდას ვარაუდობენ, რადგან რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

ქალაქის მასშტაბით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მანჩესტერში მომხდარ აფეთქებას "საზარელი ტერაქტი" უწოდა. "ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავადგინოთ ყველა გარემოება იმისა, რასაც პოლიცია საზარელ ტერაქტად განიხილავს", - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში.

როგორც ბრიტანული მედია იუწყება, მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის გამო, ტერეზა მეიმ წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა. დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მთავრობის საგანგებო კომიტეტის COBRA-ს სხდომას გამართავს.