"ნარკოდილერი" საფოსტო მტრედები - კვირის პალიტრა

"ნარკოდილერი" საფოსტო მტრედები

ქუვეითის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა,  სრულიად შემთხვევით, მტრედი დაიჭირეს, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება გადაჰქონდა. როგორც გაირკვა, ნარკოდილერებს მტრედის საშუალებით  ერაყიდან 178 აბი ამფეტამინი უნდა გადაეტანათ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2016 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ინდოელმა სამართალდამცავებმა ქაშმირის ტერიტორიაზე 150 მტრედზე მეტი დაიჭირეს. ერთ-ერთი ვერსიით, გარდა ნარკოტიკული საშუალბების გადატანისა, მტრედებს პაკისტანური დაზვერვა შპიონაჟისთვის იყენებდა. (წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ