ეგვიპტეში "ბოევიკების" მიერ ავტობუსებისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ბავშვია - კვირის პალიტრა

ეგვიპტეში "ბოევიკების" მიერ ავტობუსებისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ბავშვია

ეგვიპტეში, ელ-მინიას პროვინციაში სალოცავად მიმავალი ქრისტიანების ავტობუსებისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.

აღნიშნულის შესახებ ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

როგორც საინფორმაციო პორტალი Al-Ahram იუწყება, დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვებია. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტობუსში ორმოცამდე ბავშვი იმყოფებოდა, ხოლო მეორე ავტობუსში - უფროსები.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ავტობუსს ცეცხლი ორი მანქანიდან გაუხსნეს. თავდასხმა ათამდე „ბოევიკმა“ განახორციელა. ეგვიპტის პოლიცია მათი დაკავების ოპერაციას ატარებს.

"ინტერპრესნიუსი"