პუტინი მაკრონს ვერსალში ეწვია - შეხვედრის დეტალები - კვირის პალიტრა

პუტინი მაკრონს ვერსალში ეწვია - შეხვედრის დეტალები

ვერსალში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო. ეს ორ ლიდერს შორის პირველი შეხვედრაა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგის პრობლემებს, მათ შორის სირიაში და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტების დარეგულირებას, რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებს და კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ სიტუაციას.

ვიწრო წრეში შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები სამუშაო სადილის ფორმატში გაგრძელდება. ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.