11 დაღუპული და 50-ზე მეტი დაშავებული - ძლიერი ქარიშხალი მოსკოვში - კვირის პალიტრა

11 დაღუპული და 50-ზე მეტი დაშავებული - ძლიერი ქარიშხალი მოსკოვში

მოსკოვში დღევანდელი ქარიშხლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, 50 კი დაშავდა. სააგენტო "ტასი" დედაქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამედიცინო დახმარება 50-მა ადამიანმა ითხოვა. მათ შორის ბავშვებიც არიან.

ამასთან, საგამოძიებო კომიტეტი მხოლოდ რვა ადამიანის გარდაცვალების შესახებ იუწყება, რომლებიც მოსკოვსა და მოსკოვის შემოგარენში ძლიერი ქარის შედეგად დაიღუპნენ. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილთა შორის 11 წლის გოგონაც არის.

ხელისუფლება გარდაცვლილთა ოჯახებს დახმარებას დაჰპირდა.