"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა ერაყის ქალაქ მოსულში 163 სამოქალაქო პირი მოკლეს - კვირის პალიტრა

"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა ერაყის ქალაქ მოსულში 163 სამოქალაქო პირი მოკლეს

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა ერაყის ქალაქ მოსულის დასავლეთ ნაწილში, 163 სამოქალაქო პირი მოკლეს.

აღნიშნულის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა ჟენევაში განაცხადა.

"გუშინ ჩემმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა 163 ადანიანი მოკლეს, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ, მათ შორის ქალები, კაცები და ბავშვები, რომელთა გვამები ჯერ კიდევ ეშ-შირის კვარტლის ქუჩებშია", - განაცხადა მან.

თავის მხრივ გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა რუპერტ კოლვილმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, შემთხვევა ი 1-ელ ივნისს მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"