თავდასხმა ირანის პარლამენტსა და იმამ ჰომეინის მავზოლეუმზე - არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

თავდასხმა ირანის პარლამენტსა და იმამ ჰომეინის მავზოლეუმზე - არის მსხვერპლი

ირანის პარლამენტში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.

ირანული საინფორმაციო სააგენტო Press TV-ის ინფორმაციით, დაღუპულია ირანის პარლამენტის დაცვის სამსახურის თანამშრომელი.

არსებული ინფორმაციით, ორი თავდამსხმელი დაკავებულია და ოთხი თავდამსხმელი ბლოკირებულია. როგორც ცნობილი გახდა, ოთხი უცნობი შეიარაღებული პირი ადგილობრივი დროით 09:00 საათზე პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

პარლამენტის გარდა, უცნობმა პირებმა ცეცხლი იმამ რუხოლა მუსავი ჰომეინის მავზოლეუმშიც გახსნეს. მავზოლეუმზე ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა.

"ინტერპრესნიუსი"