რატომ დააკავეს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი? - კვირის პალიტრა

რატომ დააკავეს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი?

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პოლიციამ დააკავა. ინფორმაცია ნავალნის მეუღლემ სოციალურ ქსელ "ტვიტერის" გვერდზე დაწერა.

დღეს რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ აქციები იმართება. აქციის ორგანიზატორი "კორუფციასთან ბრძოლის ფონდია", რომელსაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ხელმძღვანელობს.

აქციები უკვე მიმდინარეობს ვლადივოსტოკში, ბლაგოვეშენსკსა, ყაზანში, სანკტ-პეტერბურგში, სამარაში და სხვა ქალაქებში.

რუსული მედიის ინფორმაციით, რიგ ქალაქებში აქციის მონაწილეების დაკავებას ჰქონდა ადგილი.

"ინტერპრესნიუსი"