"მშვიდობით დაუბანელო რუსეთო" - რას პასუხობს პუტინი პოროშენკოს? - კვირის პალიტრა

"მშვიდობით დაუბანელო რუსეთო" - რას პასუხობს პუტინი პოროშენკოს?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთს ლერმონტოვის ლექსით, "მშვიდობით, დაუბანელო რუსეთო" მიმართა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ პოროშენკომ რუსული კლასიკა იცის.

"ეს იმაზე მეტყველებს, რომ პოროშენკომ რუსული კლასიკური ლიტერატურა იცის. ვაქებ მას ამისთვის", - ხუმრობით განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იმ დროს როდესაც ლერმონტოვის ეს ლექსი იწერებოდა, ის ტერიტორია, რომელსაც დღეს უკრაინად მოიხსენიებენ, რუსეთის ტერიტორია იყო.

"ზოგიერთებს  ვურჩევ, ვიდრე რუსეთისგან ევროპაში წავლენ, ჯერ თავისი ოფშორული ანგარიშები დახურონ", - დასძინა მან.

იხილეთ ასევე: "სააკაშვილი ამას ვერ გაბედავდა" - რას ამბობს პუტინი სააკაშვილზე, საბჭოთა კავშირზე, შვილებსა და სიძეებზე?!

"ინტერპრესნიუსი"