თურქეთში ქურდობის ბრალდებით დაკავებულ ჯგუფს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან?! - კვირის პალიტრა

თურქეთში ქურდობის ბრალდებით დაკავებულ ჯგუფს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან?!

გუშინ თურქმა სამართალდამცველებმა ანტალიაში ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ მანქანებისა და სახლების ძარცვა.

როგორც თურქული მედია წერს, დაკავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ შორის ერთი დაკავებული ქალია.

პოლიციამ დამნაშავეების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების მეშვეობით მოახდინა. დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ამოღებულია ოქროულობა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერები.

"ინტერპრესნიუსი"