"მომავალი ომის ანგარიშზე" ჩამოყრილი თვითმფრინავები - აშშ-სა და რუსეთს შორის საჰაერო "გაუგებრობები" ცივი ომის დროს - კვირის პალიტრა

"მომავალი ომის ანგარიშზე" ჩამოყრილი თვითმფრინავები - აშშ-სა და რუსეთს შორის საჰაერო "გაუგებრობები" ცივი ომის დროს

მას მერე, რაც ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ასადის არმიის რუსული წარმოების СУ-22-ი ჩამოაგდო, ვითარება სირიაში კიდევ უფრო დაიძაბა. მოგეხსენებათ, ამის პასუხად ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ წყვეტს აშშ-სთან სირიის საჰაერო სივრცეში ინციდენტების გამორიცხვის საკითხში თანამშრომლობას და დაიმუქრა, რომ ამიერიდან სირიაში განთავსებული რუსული ჰაერთავდაცვითი სისტემებისა და ავიაციისთვის ამერიკული თვითმფრინავები სამიზნედ მიიჩნევა...

შესაბამისად გახშირად ლაპარაკი იმაზე, რომ უახლოეს მომავალაი, არ არის გამორიცხული, სირიაში აშშ-სა და რუსეთის საჰერო დაპირისპირების მოწმე გახდეს მსოფლიო.

უახლეს ისტორიაში რუსეთის შეიარაღებული ძალები არასდროს დაპირისპირებია ნატო-ს წევრ ქვეყანას, თუმცა "ცივი ომის" დროს საჰაერო დაპირისპირების ფაქტები მრავლადაა.

ყველაზე ხშირად ერთმანეთს აშშ და საბჭოთა კავშირი უპირისპირდებოდნენ.

ათობით ინცინდენტი, ასობით გარდაცვლილი

1950 წლიდან 1983 წლამდე საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის მფრინავებმა, თავიანთ მოკავშირეებთან ერთად, ერთმანეთის პირისპირ იარაღი დაახლოებით 40-ჯერ გამოიყენეს. ზუსტი ციფრის დასახელება შეუძლებელია, რადგან ზოგიერთი ეპიზოდის თაობაზე ინფორმაციას მხოლოდ ერთი მხარე ავრცელებდა, მეორე კი არ ადასტურებდა.

სამხედრო დანაკარგების გამოკლებით, მარტო კორეის, ვიეტნამისა და ახლო აღმოსავლეთის ომებში ჰაერში სხვადასხვა "გაუგებრობების" შედეგად, აშშ-მ და საბჭოთ ააკავშირმა ათობით საფრენი აპარატი და ასობით სამხდრო მოსამსახურე დაკარაგეს.

1958 წლის 2 სექტემბერს საბჭოთა კავშირის ოთხი გამანადგურებელი - "მიგ-17" თავს დაესხა და ჩამოაგდო აშშ-ის მზვერავი თვითმფრინავი "ჰერკულესი", რომელიც სომხეთში დაეცა. ვაშინგტონი ირწმუნებოდა, რომ სსრკ-სა და მისი მოკავშირეების საჰაერო სივრცის დარღვევები იყო შემთხვევითი შეცდომა. საბჭოთა მხარე კი ყოველთვის მიზანმიმართულ პროვოკაციაზე ლაპარაკობდა.

ხშირ შემთხვევაში საბჭოთა პოლიტიკოსები და გენერლები გაუაზრებლად იქცეოდნენ და არაპროგნოზირებად გადაწყვეტილებებს იღებდნენ - ერთი მხრივ თვალს ხუჭავდნენ საჰაერო დარღვევის ფაქტზე, ხოლო მეორე წუთს მხოლოდ მათთვის ცნობილი მიზეზების გამო, გადაწყვეტდნენ რომ ამ ყველაფრისთვის წერტილი დაესვათ და თავიანთ მფრინავებს უბრძანებდნენ, რომ მტრისთვის, გაფრთხილების გარეშე, დაერტყათ. ეს ნათლად გამოჩნდა 1960-1964 წლებში ორი გერმანიის სასაზღვრო რაიონში.

"მომავალი ომის ანგარიშზე"

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ომი დასრულებული არ იყო, 1945 წლის 18 მარტს ამერიკელი მებრძოლების დაჯგუფება "მუსტანგი" კისტრინის რაიონში შემთხვევით შეეჯახა საბჭოთა Yაკ-3-ებს და და 6 თვითმფრინავი ჩამოაგდო. ორი პილოტი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

თავის მხრივ, საბჭოთა მფრინავმა ივან კოჟედუბმა 17 აპრილს, ასევე "შეცდომით" აშშ- ის ორი "მუსტანგი"ჩამოაგდო.

საჰაერო ბრძოლის მონაწილე პილოტები ზედმიწევნით ზუსტად ითვლიდნენ საჰაერო გამარჯვებებს, მაგრამ ეს "მუსტანგები" კოჟედუბას არ ჩაუთვალეს. როგორც ამბობენ, ავიაკორპუსის გენერალ-ლეიტენანტმა ევგენი სავიცკიმ მას უთხრა: "არავის უთხრა, რაც მოხდა, - ეს ყველაფერი მომავალი ომის ანგარიშზეა".

ბრძოლა მერკლინის თავზე

1948 წლის 10 მარტს, ევროპაში საბჭოთა და დასავლურ ბლოკებს შორის პირველი დაპირისპირება მოხდა. საჰაერო ბრძოლა ჩეხეთის ჩრდილოეთით პატარა სოფელ მერკლინის თავზე გაჩაღდა. საბჭოთა კავშირის ორმა მოიერიშემ ჩამოაგდო ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც ჩეხეთის საჰაერო საზღვარი სადაზვერვო მისიის დროს დაარღვია, ჩამოგდებული თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება მოახერხა და თავს უშველა.

დრამა ბალტიის თავზე

1950წლის 8 აპრილს საბჭოთა მებრძოლებმა ლიეპაიასთან ახლოს ჩამოაგდეს ამერიკული თვითმფრინავი PB4Y-2, რომელიც ზღვაში ჩავარდა, ეკიპაჟის ათივე წევრი დაიღუპა. მომხდარმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგანაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკული თვითმფრინავი კანონიერ პატრულირებას ბალტიის ზღვის ნეიტრალურ ტერიტორიაზე ასრულებდა.

ტრაგედია სახალინის თავზე

ცივი ომის დროს გაჩაღებულ საჰაერო ბრძოლაში ყველაზე დიდი მსხვერპლი 1983 წლის 1-ლ სექტემბერს საბჭოთა კავშირის მიერ სამხრეთ კორეის სამგზავრო ბოინგის ჩამოგდებას მოჰყვა. ნიუ იორკიდან სეულისკენ მფრინავი თვითმფრინავი მარშრუტს ეკიპაჟის უყურადღებისა და ავტოპილოტის შეცდომის გამო ასცდა და საბჭოთა კავშირის საჰარეო სივრცეში მოხვდა. დაიღუპა 269 ადამიანი. საბჭოთა კავშირი ამტკიცებდა, რომ თითქოს ამერიკელებმა საბჭოთა საჰაერო სივრცეში თვითმფრინავი მიზანმიმართულად შეუშვეს, რათა მოწინააღმდეგის საჰარეო თვადაცვა შეემოწმებინათ, აშშ კი ამტკიცებდა, რომ კომუნისტებმა მიზანმიმართულად დახოცეს მშვიდბიანი მგზავრები, რათა მსოფლიო თავისი სისასტიკით შეეშინებინათ.