ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელი ბორის ბეკერი გაკოტრებულად გამოცხადდა - კვირის პალიტრა

ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელი ბორის ბეკერი გაკოტრებულად გამოცხადდა

ცნობილი გერმანელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ბორის ბეკერი გაკოტრებულად გამოცხადდა. ლონდონის უმაღლეს სასამართლოში მისი საქმის განხილვა მხოლოდ ნახევარ საათს გაგრძელდა.

49 წლის ბორის ბეკერის, რომელიც ახლა მწვრთნელად და სპორტულ კომენტატორად მუშაობს, წინააღმდეგ სარჩელი კომერციულმა ბანკმა Arbuthnot Latham-მა შეიტანა.

საქმის განხილვის დროს ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა სპორტსმენმა ბანკში სოლიდრუი ოდენობის თანხა აიღო ვალად (თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია) და 2015 წლის ოქტომბრისთვის, ანუ განსაზღვრულ ვადაში, არ დააბრუნა.

ჩოგბურთელი სასამართლო პროცესზე არ გამოჩენილა.

ბრალდებულის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს საქმის განხილვა ოთხი კვირით გადაედოთ, ამის მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ მათ კლიენტს დრო ჰქონოდა, რათა ესპანეთში არსებული უძრავი ქონებიდან 6 მილიონი ევრო მიეღო და ამით ვალი გადაეხადა.

მოსარჩელის წარმომადგენელმა არგუმენტი გააპროტესტა, რადგან 2 თვის წინ მოსმენა უკვე გადადეს, თუმცა ბეკერს ვალის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

მოსამართლე კრისტინ დერეტმა გაიზიარა მომჩივანი მხარის პოზიცია. მოსამართლის თქმით, ცნობილი პირების დავალიანების შესახებ საასამართლო განხილვა იშვიათად იმართება.

"ეს არის ძველი ვალი, იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ადამიანმა თავი ჩარგო ქვიშაში სირაქლემასავით და მის გარშეო რა ხდებოდა საერთოდ არ აინტერესებდა".

როგორც ცნობილია, ბორის ბეკერი სპორტული კარიერის განმავლობაში ექვსჯერ გახდა "დიდი მუზარადის" საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებული.

1985 წელს, 17 წლის ასაკში ის უიმბლდონის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. 1992 წელს, ბარსელონას ოლმპიურ თამაშებზე ბეკერმა ოქროს მედალი მოიპოვა.

მისი პირადი ქონება 35 მილიონ დოლარად არის შეფასებული.