თურქეთის პრეზიდენტმა მეჩეთში გონება დაკარგა - კვირის პალიტრა

თურქეთის პრეზიდენტმა მეჩეთში გონება დაკარგა

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვის დროს გონება დაკარგა. ის მეჩეთში მუსლიმურ დრესასწაულზე რამაზან ბაირამის დღესასწაულზე სალოცავად მივიდა. ამის შესახებ „თურქული „სი-ენ-ენ-ი“ იუწყება.

"ღმერთს მადლობა, რომ ახლა ყველაფერი კარგადაა" - განაცხადა რეჯებ ტაიფ ერდოღანმა თურქულ მედიასთან საუბრისას.

ექიმების განცხადებით, პრეზიდენტს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ის გონს მოვიდა.

„დისბალანსი შაქართან და არტერიულ წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემამ გამოიწვია, მაგრამ თავს უკვე კარგად ვგრძნობ“, - განაცხადა გონზე მოსვლის შემდეგ ერდოღანმა.