ესპანეთის სამხრეთში ტყის ხანძრის გამო სულ მცირე 2000 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა - კვირის პალიტრა

ესპანეთის სამხრეთში ტყის ხანძრის გამო სულ მცირე 2000 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძრის გამო სულ მცირე 2000 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილობრივმა მთავრობამ მოსახლეობას საკუთარი სახლები, სასტუმროები და საზაფხულო ბანაკები მას შემდეგ დაატოვებინა, რაც მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოახერხეს და ხანძარი რამდენიმე ჰექტარზე გავრცელდა.

როგორც ცნობილია, ხანძარი 24 ივნისს, საღამოს გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. მეხანძრეები ცეცხლს ქარის გამო ვერ აქრობენ. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.