სტალინმა პუტინს გაუსწრო - რუსეთში ჩატარებული გამოკითხვა ყველა დროის გამოჩენილ პირებზე - კვირის პალიტრა

სტალინმა პუტინს გაუსწრო - რუსეთში ჩატარებული გამოკითხვა ყველა დროის გამოჩენილ პირებზე

ყველა დროის გამოჩენილი პირების რეიტინგში პირველ ადგილზე იოსებ სტალინია. ის ყველა დროის გამოჩენილ პირად გამოკითხული რუსების 38%-მა დაასახელა. შესაბამისად, მან რეიტინგში ვლადიმერ პუტინს გაუსწრო.

კვლევითი ორგანიზაცია "ლევადა-ცენტრის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მეორე ადგილი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მწერალმა ალექსანდრე პუშკინმა დაიკავეს. მათ რესპონდენტთა ხმების 34% მიიღეს.

"ლევადა-ცენტრის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში რესპონდენტები არ იყვნენ შეზღუდული მხოლოდ ერთი პასუხით და ამიტომაც ყველა პასუხის ჯამი 100%-ს აღემატება.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ვლადიმერ ლენინმა 32% მიიღო, ხოლო პეტრე პირველმა 29%. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ჩატარებულ ანალოგიურ გამოკითხვაში პირველი ადგილი ასევე იოსებ სტალინმა დაიკავა, რომელმაც მაშინ რესპონდენტთა ხმების 42% მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"