რა აზრის ვართ სტალინზე?
რა აზრის ვართ სტალინზე?
20-12-2012

სოფელ ზემო ალვანის სკოლასთან ადრე სტალინის ქანდაკება იდგა. 2011 წლის 17 ივნისის ღამეს ის გაქრა. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ არაფერი იცოდნენ ამის შესახებ. ახლახანს ერთ დილით ქანდაკება ვიღაცამ უკან დააბრუნა, ოღონდ შეფუთული სახით. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები მხრებს იჩეჩავენ. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ქანდაკება 2012 წლის 2 დეკემბერს ანუ სტალინის დაბადების დღეს გაიხსნება. სტალინის ქანდაკების აღმართვა - ანუ ამ შემთხვევაში უკან დაბრუნება -საერთაშორისო დონის ამბავია, განსაკუთრებით ახლა, როცა ქართული ოცნების მთავრობის შესაძლო მიმართულების გარკვევის მცდელობებს აქვს ადგილი.

მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობენ საქართველოში სტალინის შესახებ. აქ ერთი გამოკვეთილი აზრი არ არსებობს. თუ ვინმეს საქართველოდან შეეკითხებით, თუ რას ფიქრობს ის სტალინის შესახებ, ისეთ რამეს გაიგებთ, რაც საქართველოს ისტორიისა და გარკვეულწილად საკუთარი იდენტობის შესახებ მათ შეხედულებებს საკმაოდ დიდ ნათელს მოჰფენს. სამწუხაროა ის, რომ დისკუსია არა იმდენად სტალინს ან ისტორიაში მის როლს, არამედ მის ქანდაკებებს უფრო ეხება. ეს საქართველოსა და სიმბოლოების მნიშვნელობაზე გარკვეულ წარმოადგენას გვიქმნის, გვანახებს, თუ როგორ ხდება ისტორიის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციისგან თავის არიდება. ღამით სტალინის ქანდაკებების გადაადგილებას თავისი მიზეზები აქვს. ისინი, ვის ხელშიც არის ძალაუფლება, ვერ ბედავენ ისტორიის შესახებ მათი შეხედულებების დაცვას.

ჩემი პირადი აზრია, რომ სტალინი სასტიკი მკვლელი, მეოცე საუკუნის საშინელი ფიგურა იყო

ბოლო წლებში ბევრი საფუძვლიანი წიგნი გამოიცა ინგლისურ ენაზე (ზოგიერთი ბესტსელერიც კი გახდა), რომელთა ავტორები ცდილობენ იმის გარკვევას, თუ რას წარმოადგენდა ის, რა და რატომ გააკეთა. ყველა გაგებით - ის ტერორისტი იყო. ეს მან და ორჯონიკიძემ მოუსწრაფეს სიცოცხლე საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ რესპუბლიკას (ლენინის სურვილის საწინააღმდეგოდ). ეს იყო დიდი საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენა. მეურნეობების კოლექტივიზაციამ, გოლოდომორმა და წმენდებმა საქართველოში მილიონები იმსხვერპლა. მე რამდენიმე ადამიანს ვიცნობ, რომელთა ბებია-ბაბუაც სტალინის დროს მოუკლავთ ან გულაგში გადაუსახლებიათ. ცხადია, ის მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების მთავარი მიზეზი იყო. თუმცა, გამარჯვებული მხარისთვის მსოფლიოში უჩვეულოდ მაღალი სიკვდილიანობის არმიას ხელმძღვანელობდა. ეს დებატი 1956 წლის მარტამდე გრძელდებოდა. მერე კი ემოციების შეკავება შეუძლებელი გახდა. ნუთუ იმ ახალგაზრდა დემონსტრანტებმა არ იცოდნენ, თუ რა ჩაუდენია სტალინს? ნუთუ ეს არცოდნა ხმის ამოღების ყოვლისმომცველი შიშის შედეგი იყო? იცავდნენ თუ არა ისინი საქართველოს ღირსებას ხრუშჩოვის მიერ "საქართველოს დიდი შვილისადმი" მიყენებული შეურაცხყოფის გამო? თუ მათ ყველაფერი იცოდნენ სტალინის შესახებ, მაგრამ მაინც იცავდნენ მას, რადგან პატივს სცემდნენ? თუ უბრალოდ იმიტომ, რომ ის ერთ-ერთი ჩვენთაგანი იყო?
თუმცა, მე ქართველი არ ვარ და ჩემს აზრს ამ მხრივ ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ისტორიული შეუსაბამობები მარტო საქართველოსთვის არაა დამახასიათებელი. ამერიკის მეშვიდე პრეზიდენტი ენდრიუ ჯექსონი ამერიკის ყველაზე დიდ ეთნოწმენდას ხელმძღვანელობდა. მაშინ ინდიელები მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გაყარეს. ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ის 20-დოლარიანზე გამოესახათ დ თეთრი სახლის მოპირდაპირედ მდებარე პარკისთვის მისი სახელი დაერქმიათ. ვაშინტონში არსებული ეფ-ბი-აი-ს შტაბიც იგივე სახელის მატარებელია.

ქრისტეფორე კოლუმბი აშკარა იმპერიალისტი იყო. არც მას დაუკლია ხელი
ადგილობრივი მოსახლეობის დაწიოკებისთვის. ედგარ ჰუვერი წლების განმავლობაში ეფ-ბი-აი-ს თავი იყო. ის უკანონოდ ჯაშუშობდა ადამიანის უფლებების ბევრ აქტივისტზე. როცა მე ტექსასის სკოლაში დავდიოდი, ამერიკის ისტორიის სწავლება 1966 წლამდე პერიოდს მოიცავდა, რადგან მასწავლებლები და მშობლები ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ რა თქმულიყო ამერიკის ომზე ვიეტნამში. მე მასწავლიდნენ, რომ ამერიკის სამოქალაქო ომი შტატების რაღაც უფლებების დასაცავად გაჩაღდა. ეს მოტივი ნაკლებად მტკივნეული იყო, ვიდრე იმის აღიარება, რომ ის სამხრეთის შტატი, საიდანაც მე ვარ წარმოშობით, სინამდვილეში მონობას უჭერდა მხარს. სწორედ ეს იყო ომის ნამდვილი მიზეზი. მე დალასიდან ვარ. ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს პარკს ლის პარკს უძახიან სამოქალაქო ომის დამარცხებული მხარის გენერლის საპატივსაცემოდ. პარკში მისი ქანდაკებაც დგას.

ასეთი რამ უპრობლემოდ შეიძლება მოხდეს. საქართველოში კი უცნობია, თუ ვინ იღებს მსგავს გადაწყვეტილებებს. არის თუ არა ეს ზემო ალვანის მიერ გადასაჭრელი საკითხი? თუ ახმეტის? ან საერთოდ საქართველოსი? შეუძლია, თუ არა მთელ მსოფლიოს ამ დისკუსიაში მონაწილეობის მიღება? ეს კითხვები საკმაოდ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სკოლის საკუთრებას ეხება. ასე მგონია, ადგილობრივების უმრავლესობისთვის ქანდაკება პრობლემას არ წარმოადგენს. ლაპარაკი უფრო იმაზეა, თუ ვის აქვს ან უნდა ჰქონდეს ამ ქანდაკების დატოვება-არდატოვების საკითხის შესახებ აზრის გამოხატვის უფლება.

საინტერესოა, ვინ აპირებს 22 დეკემბერს ქანდაკების გახსნაზე მისვლას?

ისტორიის სტუდენტები თუ მივლენ? ანდა 1937 წელს დახვრეტილთა შვილიშვილები? რაზე ილაპარაკებენ, სტალინის შესახებ? საქართველოში თითქმის ყველა თვლის, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. თუმცა, იმავდროულად, აფხაზების გრძნობებსაც უნდა მიექცეს ყურადღება. ჩრდილოეთ კავკასიაზე რაღა შეიძლება ითქვას? საერთაშორისო აღიარებით, სტალინი უაღრესად დესტრუქციული პიროვნება იყო. რა თქმა უნდა, გერმანიის რომელიმე სოფელში ხელისუფლების თანხმობით ადგილობრივების მიერ ჰიტლერის ქანდაკების აღმართვა უმალ საერთაშორისო ამბად იქცეოდა. თუმცა, ეს არ მოხდება, რადგან გერმანელთა საერთო შეთანხმებით ჰიტლერი საძაგელი პიროვნება იყო და გერმანული კანონმდებლობით ის შესაბამისად იკრძალება. გერმანულ კანონმდებლობას კი გერმანელები ყოველთვის ემორჩილებიან და მხარს უჭერენ.

ის საერთაშორისო მედია საშუალებები (ძირითადად, კრემლთან ასოცირებული არხები), რომლებიც საქართველოს უარყოფითად წარმოჩენას ცდილობენ, ამ ამბავზე იტყვიან, რომ საქართველო ჩამორჩენილი ადგილია, სადაც მონსტრსაც კი იცავენ, თუ ეს მონსტრი საქართველოდანააო. ეს გარემოება გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ საქართველოს ტენდენციურობაში დასდონ ბრალი. დასავლეთის მედია საშუალებები კი მისი საშუალებით ბიძინა ივანიშვილის უკეთ გაგებას შეეცდებიან. მართალია, ეს ადგილობრივი ამბავი იქნება, მაგრამ მას ასეთად არავინ შეხედავს. ალბათ, უსამართლო სურათიც დაიხატება, სადაც სააკაშვილი სტალინის ქანდაკების მოცილებას ცდილობს, ივანიშვილი კი - ამ ქანდაკებას უკან აბრუნებს.

ფაქტობრივად, ნებისმიერი რამ, რასაც საქართველოს მედია აშუქებს, დღევანდელი ტენდენციური პოლიტიკის ვიწრო ჩარჩოებში აღიქმება. ამ თვალსაზრისით ზემო ალვანის სტალინის ქანდაკების საკითხის განხილვა არასწორი მიმართულებით მიდის, რადგან უფრო მნიშვნელოვანია, თუ რას ვფიქრობთ სტალინთან დაკავშირებით. ეს იყო მკვლელი თუ ეს იყო ადამიანი, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა? რადგან, საერთო ჯამში, სტალინი სარკეა. ის, რასაც მასზე ვფიქრობთ, სინამდვილეში ჩვენს საკუთარ თავზე საუბრის სახეობაა, თუ რას ვფიქრობთ ჩვენს რაობაზე და თუ როგორ ვუყურებთ საკუთარ ნაციას.

ერთი მცირე თხოვნა მაქვს: გთხოვთ, რომ ქანდაკებებისა თუ მონუმენტების გადაადგილება ან მოცილება-დაბრუნება დღისით მოხდეს და ასევე მოსახლეობას წერილობით და წინასწარ შეატყობინეთ ხოლმე, თუ როდის და რატომ აკეთებთ ამას. არ შეგეშინდეთ. ეს მხოლოდ ისტორიაა.
მკითხველის კომენტარი (181)
ira
09 სექტემბერი 2014 17:40
BEQA-ს , სამარცხვინო კომენტარი გაქვთ, როგორ შეიძლება თავმოყვარე , ნორმალური ადამიანი , თან ქართველი ამაყობდეს სტალინით, რა უბედურებაშიც ახლა ვართ, სწორედ , მაგ დაკომპლექსებული გორელი ტეტიას ბრალია, მაგის ბრალა, ნაღმებივით ჩადებული ავტონომიები, რის გამოც , ბოლო 20 წლის მანძილძე ლამის ერთი თაოოა გაიჟუჟა, ხალხი დაკნინდა , გაუბედურდა და ა.შ. აღარ ვამბობ სტალინის მიერ დახვრეტილ და ჩახოცილ ქართველებზე, განადგურებულ ინტელიგენციაზე, იმ ადამიანებზე , ვისაც რეალურად შეეძლოთ აზროვნება და ამ ქვეყნის რეალურად გამწევ ძალას წარმოადგენდნე, მათ ნნაცვლად კი , ახალი ადამიანების ჯიში გამოიყვანა, სულით მონების, რუსებს რომ ქვევიდან შესციცინებენ, მონურად და დღემდე მატუშკა რასიას რომ მისტირიან. სამარცხვინო, უვიცი ხალხი. !
sich777
18 ივლისი 2014 13:18
Ratqmaunda stalintan dakavshirebit shegvidzliat vidavot tveebi da clebi is tirani iyo tu adamiani romelmac msoflio gadaarchina fashizmisgan magram faqti ertia is rom dges chven qartulad vlaparakobt da chvens samshoblos saqartvelo qvia didwilad im adamianis damsaxurebaa.bevri codva adevs Razea bazari magram chven raa magas gmerti gansjis. Anu chemi piradi pozicia stalintan mimartebashi ufro positivisken ixreba vidre negativisa
beqa
09 აპრილი 2013 01:16
სტალინი უდზლიერესი ბელადი იყო და ამიტ უნდა იამაყოს ქარტველმა ერმა,რასაც დგეს გადმოგვცემენ სტალინის სჰესახებ გაყალბებული ისტორიაა,ეს ყველაპერი ამერიკის პოლიტიკაა
346
01 მარტი 2013 12:03
თითქმის 70 წელიწადი მიმალული იყო ამერიკულ კინოარქივებში საბჭოთა კავშირისა და პირადად ი. სტალინის მადიდებელი ფილმი ,,Миссия в Москве,, გადაღებულია 1942 წელს პირადად რუზველტის დაკვეთით. ფილმი გადაღებულია კომპანია –ს მიერ. დღეს ეს ფილმი შეუძლია ნახოს ნებისმიერმა მსურველმა.
346
01 მარტი 2013 10:27
სტალინი მე–20 ასწლეულის გენიოსია! მისი მტრების 60 წლიანი ,,ყმუილი,, ვერაფერს ვერ ცვლის და ვერც შეცვლის!
VCP
26 თებერვალი 2013 13:42
ახალგაზრდების უმეტესობას სტალინი გულზე არ ეხატება თაობების ცვლის შედეგად "სტალინიზმი" საქართველოში გაქრება ეს გარდაუვალი მოვლენაა.. ასე რომ არ ღირს წინა საუკუნის ხალხთან ამაზე კამათი. ტირანს ბოლოს მაინც ტირანის სახელი შერჩება.
gio
09 თებერვალი 2013 14:41
სტალინის სიძულვილმა თქვენ ნუ დაგაბრმავათ.ძალიან კარგად ვიცი ვინ დაუკვეთა სააკაძის გადაღება.ერთ რამეს ვერ ხვდება ეს მოძულე ხალხი,რომ ილია და ვაჟა პოლიტიკოსები და ქვეყნის მმართველები არ იყვნენ,იმიტომ რომ კაცმა არ იცის რა იქნებოდნენ.პოლიტიკა აფუჭებს და რყვნის ადამიანს,სტალინს არც შევადარებ ილიას,მე მიშას და ბიძინას ვადარებ.თქვენ რა გგონიათ მიშასაც ასე მოიხსენებს მომავალი თაობა.ერთი ციცქნა საქართველოს კიდევ უფრო დანაწევრებას აბა მე ხომ არ დამაბრალებენ.იგი შევა ისტორიაში როგორც ერთერთი მოღალატე პოლიტიკოსი,როგორც სტალინი.კარგი თუ რამე გაუკეთებია მიშას ყველაფერი სამხრეთ ოსეთმა გადაფარა.
mzuls stalini
08 თებერვალი 2013 01:40
მოკლედ არაფრისმცოდნე და ფანატიკურად მოაზროვნე ხალხი სტალინს აქებს,ეგ იყო ნაზირალა,სისხლისმსმელი,არაადამიანი და მასეტი ადამიანით ვიამაყოტ ქარტველებმა?იკნებ ტვალები გაახილოტ და ილიატი და ვაჯათი და იმ ხალხიტ გეამაყატ ვინც საკარტველოსტვის ტავი გაწირა,მერაბ კოსტავა და მსგავსი პატრიოტები!აკ ერტი სააკაზის გადაგებაზე საუბრობს სიამაყიტ და ისიც არ იცის რომ სტალინის დაკვეტიტ მოხდა მაგ პილმის გადაგება და ბევრი ნიუანსია მაგ პილმში ჩადებული ადამიანის ტვინის გასალაყებლად!აზრი არა აკ ,გაეცანიტ ისტორიას და ბრმად ასეტ ნაზირლებს ნუ აკებტ,ბარემ ბერია და ორჯონიკიზე მიაყოლეტ ხოლმე ქების დროს
gio
07 თებერვალი 2013 14:34
სტალინი მართავდა უზარმაზარ ქვეყანას,არაფრის დანახვა არ ვიცით ქართველებმა და რაღა ამას დავინახავთ.თქვენ წარმოიდგინით რომ მიშა ყოფილიყო სტალინის ადგილას,ან ნებისმიერი თუნდაც ახალი მთავრობიდან,საქართველოს საერთოდ სიიდან გააქრობდნენ,ერთი პატარა ქვეყანა ჩაიბარა მიშამ ან ედიკამ თუნდაც და საშვილიშვილოდ ჩამოაჭრეს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი,მაგრამ მოღალატეს და მტერს რატომღაც არ ვუწოდებთ ყველა.სტალინს იმას ედავებით ერთი ხელის მოწერა უნდოდაო ამას და იმას დავიბრუნებდითო.ხომ მოგიწერათ მიშამ ხელი კარგად სამხრეთ ოსეთზე.ძალიან დიდებული ხალხი დახვრიტეს მაშინ ნამდვილად ასეა,მაგრამ მე ვფიქრობ სტალინს ქართველების ჩახოცვა სამამულო ომში ნაკლებად უნდოდა.გიორგი სააკაძე 43 წელს გადაიღეს.გაგანია ომის დროს.ან ამდენი ხალხი სად შეკრიბეს,ან ვის ეკინოებოდა რა ვიცი,თუ საქართველო არ აინტერესებდა რატომ აკეთებდა.
იტალიანო
04 თებერვალი 2013 00:02
სტალინზე მაგარი რომელი ხართ და ვინც დაიხვრიტა მათი 99% თვითონ ხვრეტდა ან უშვებდა მაგაზე მაგარი არცერტი ქართველი არაა რა უჯიშოები ვართ აბა ურია იყოს ან სომეხი ხო მაგარი იქნებოდა პ.ს ისე ცნობისათვის ლიბერალებო მოამერიკელებო სტალინის დროს საბჭოთაკავშირში 640 000 ათასი იკო რეპრესირებული ხოლო ამერიკასჰი იმავე პერიოდში 3 000 000 მილიონი დაიღუპა დიდი დეპრესიის დროს რავიცი აბა და კიდევ არც მაკედონელი და ნაპოლეონი არ ჱოფილან ბალერინები მაგრამ თავის ქვეყანაშჰი არ აგინებენ
დურუ
02 თებერვალი 2013 22:59
სტალინი არის უდიდესი პიროვნება და დარჩება ასე ისტორიაში. რაც შეეხება თურა გააკრთა საქართველოსთვის ბევრი რამ, გაყალბებულ ისტორიას ვინც კითხულობს მხოლოდ ისინი არიან ასეთ აზრზე.
დურუ
02 თებერვალი 2013 22:50
სტალინი იყო და დარჩება უნუჭიერეს ადამიანად............
ლუკა
01 თებერვალი 2013 11:28
სტალინს სანამ ახსენებთ აქ მბღაჯვნელები და ეს რიჟა უცხოელიც, პირი გამოირეცხეთ. სტალინმა მასონების ბატონობა შეაჩერა და ისეთი სისტემა შექმნა, რომ მისი სიკვდილის შემდეგაც მიმდინარეობდა ეს პროცესი. მაგრამ ფულის მონა გორბაჩოვმა და მასონმა ედიკამ კარი ფართოდ გაუღეს ანტიქრისტეს მიმდევრებს. შეადარეთ მაშინდელი მენტალიტეტი და მდგომარეობა ახლანდელს. ვითომ არავინ გვიშლის ეკლესიაში სიარულსა და ლოვცას, მაგრამ როგორი გააფთრებული ბრძოლაა ქართველობისა და მართლმადიდებლობის მოსასპობად.
ნაცისტი
29 იანვარი 2013 18:23
სტალინი იყო ნაგავი, რომელმაც არაფერი არ გააკეთა საქართველოსთვის,და არ მინდა ვიამაყო ასეთი ქართველით.მირჩევნია იყოს სომეხი(ისედაც იძახიან) ან ოსი(ისედაც იძახიან) და არ მინდა რომ ქართველი იყოს. როცა ადამიანს ერთი ხელის მოწერით და ერთი ფილთა |თოფის გასროლით სეგიძლია სამსობლოს დაუბრუნო საინგილო(ხელის მოწერით) და დაუბრუნო ტაო-კლარჯეთი.ჭანეთი,ლაზეთი(თოფის და არა ტანკის და ატომის გასროლით)სხვათასორის თურქები აქეთ ეხვეწებოდნენ და დიდმა სტალინმა უარი უთხრა.(გაეცანით ისტორიას) და ამას მერე ნაგავი ხარ აბა რა ხარ. პირადად მე ჰიტლერს უფრო პატივს ვცემ ვიდრე სტალინს, და ვისაც უნდა დავუმტკიცებ რომ ჰიტლერი ჯობდა თავისი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვიდრე სტალინი
anna
29 იანვარი 2013 18:00
საოცარი ქვეყანაა საქართველო! როგორი დიდი პიროვნებაც არ უნდა იყოს ქართველი კაცი, თუ საქართველოს სასიკეთო საქმეს არ აკეთებს, ჯეროვანი პატივი არსად არ მიეგება! სტალინმა განამტკიცა რუსეთის იმპერია, ბაგრატიონმა რუსებს კულიკოვოს ბრძოლა მიაგებინა, მაგრამ არც ერთის საფლავიც კი არ არის რუსეთში!!! ამხელა ქვეყანაში მათი ნეშტებისთვის ადგილი არ მოიძებნა! ვისაც ყური აქვს ისმინოს და ვისაც ხელეწიფება, გამოადგეს თავის სამშობლოს!!!
გააკეთე კომენტარი
 *   

ყურადღება!!!
უხამსი კომენტარები არ გამოქვეყნდება.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
სხვა სიახლეები
"ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ჰილარი კლინტონი გახდება!"

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია ყველაზე გრძელი და ყველაზე ძვირი კამპანიაა მსოფლიოში. 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანია უკვე ოფიციალურად დაიწყო. ამ სტატიაში მოვყვები კანდიდატების, მათი შანსების და იმის შესახებ თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს თითოეულის გამარჯვებას საქართველოსთვის.
დაწვრილებით...
პარლამენტს ყოველთვის უფრო პატარა, უმნიშვნელო პოლიტიკური საკითხების განხილვა უადვილდება, ვიდრე დიდი სტრუქტურალური საკითხების. მაგრამ ახლა ზუსტად ის დროა, როდესაც ქართული დემოკრატიის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, პარლამენტის შემადგენლობა უნდა გადაიჭრას. საქართველოს პარლამენტი ორი სხვადასხვა, თანაბარი ზომის ჯგუფისგან შედგება; პროპორციული და მაჟორიტარული. პროპორციული წარმომადგენლები ისინი არიან, რომლებიც სიიდან აირჩნენ. ამომრჩეველი პარტიას ირჩევს, თითოეულ პარტიას კი კანდიდატების სია აქვს. იმ ხმების რაოდენობა საერთო ხმებთან პროპორციაში რომლებსაც ისინი მიიღებენ განსაზღვრავს, თუ მათი სიიდან რამდენი პროპორციული კანდიდატი მოხვდება პარლამენტში. მაჟორიტარი პარლამენტის წევრები ერთმანეთს სამოცდათხუთმეტ სხვადასხვა რაიონში ეჯიბრებიან. ესენი ძველი საბჭოთა რაიონები, თუ უბნებია, რომლებიც საბჭოთა დროს ადმინისტრაციულ ერთეულებს წარმოადგენდნენ.

აქ რამდენიმე პრობლემაა. პირველი ისაა, რომ რაიონებად დაყოფა პრინციპში ქართული ტრადიციას არ წარმოადგენს. ისინი იმისთვის შეიქმნა, რომ საბჭოთა კავშირის დროს ადმინისტრაციულად ასე აწყობდათ. არავინ თვლის, რომ წამომავლობით რომელიმე კონკრეტული რაიონიდანაა. რაიონების საზღვრების მხოლოდ მცირე რაოდენობა ემთხვევა უბნებისა და რეგიონების საზღვრებს. მეორე პრობლემაა ისაა, რომ მათი მოსახლეობის რაოდენობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად ზუგდიდში, გლდანში და ქუთაისში ათჯერ მეტი მოსახლეა, ვიდრე ზემო სვანეთსა და დუშეთში. ამიტომ სხვადასხვა რაიონის მოსახლეებს არა თანაბარი წარმომადგენლობა აქვს პარლამენტში.

ერთერთი შესაძლო გამოსავალია, რომ ყოველ ათ წელიწადში ახალი საზღვრები გაივლოს ისე, რომ ყოველი საპარლამენტო რაიონის მოსახლეობა დაახლოებით თანაბარი იყოს. ასე იქცევა შეერთებული შტატები და ეს სრული კატასტროფაა. ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს საკუთარი წარმომადგენელი და არა წარმომადგენელმა ამომრჩეველი. ეს შესაძლოა უკიდურესად პოლიტიკურ პროცესში გადაიზარდოს რადგან არსებობს გზები რომლებიც საზღვრების შექმნით კონკურენციას ზღუდავს და უპირატესობას უმოქმედო წარმომადგენლებს ანიჭებს. ამიტომ ეს გამოსავალი საქართველოსთის საშინელ შედეგს მოიტანს. საქართველოს შედარებით პატარა რაიონების მაჟორიტარები როგორც წესი ლოკალურ "ბოსებს" წარმოადგენენ. ხშირად ისინი ადგილობრივ ოჯახებთან და ბიზნესმენებთან გვერდით შეთანხმებებს დებენ, ან აშინებენ მათ. ხან კი საერთოდ არ იცნობენ იმ რაიონს რომლის მაჟორიტარებიც არიან. ეს როგორც წესი იმ პატარა რაიონებში ხდება, სადაც მცირე რაოდენობის ამორჩეველი ცხოვრობს.

პროპორციული ადგილები საქარველოს პარლამენტში, როგორც წესი თბილისელებს უკავიათ და ისინი საკუთარ პარტიაში ყველაზე მეტი ძალაუფლების მქონე წევრებს წარმოადგენენ. ისინი თავს ვალდებულად არ თვლიან, რომ ამომრჩევლის სურვილისამებრ მიიღონ გადაწყვეტილებები, რასაც უნდათ იმას აკეთებენ პარლამენტში და მოსახლეობის აზრის მოსმენის საჭიროებას ვერ გრძნობენ.

არც სრულიად მაჟორიტარული სისტემის მიღებაა მიზანშეწონილი, ისეთის როგორიც გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებშია, რადგან ეს ორ პარტიულ სისტემამდე მიგვიყვანს. ხშირად გვხვდება ოთხი პარტია, მათ შორის ორი ოცდაათ პროცენტიანი მხარდაჭერით ხოლო ორი ოც პროცენტიანი მხარდაჭერით. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი სრულიად მაჟორიტარულია მაშინ მესამე და მეოთხე ადგილას მდგომ პარტიებს პარლამენტში წარმომადგენლები არ ეყოლებათ რადგან ყველას მთავარი ორი პარტიისთვის მოუწევს ხმის მიცემა იმისათვის რომ ხმა არ დაეკარგოს. ამგვარად ამ ორი პარტიიდან ერთერთი ყველაზე მეტ ხმას მიიღებს და მიუხედავ იმისა, რომ მეორე პარტიასაც ეყოლება წარმომადგენლები პარლამენტში, შესაძლოა მათი შეხედულებები არ იქნეს გათვალისწინებული. სრულიად პროპორციული სისტემის პრობლემა, როგორც ისრაელშია, მაშინ ვლინდება როდესაც ორი პარტია თანაბარ ორმოცდახუთ პროცენტს იღებს. ეს ხშირად ხდება. ამ შემთხვევაში იმ პარტიებს რომლებიც ხმების დანარჩენ ათ პროცენტს იღებენ ზედმეტი ძალაუფლება უვარდებათ ხელში რადგან მათ უჩნდებათ შესაძლებლობა რომ ხმები საკუთარი, ხშირად უცნაური სურვილების ასრულებაში გაცვალონ.

არსებობს პრობლემის გადაჭრის საკმაოდ ადვილი გზაც. დავაბრუნოთ რეგიონები. იმის ნაცვლად რომ პარლამენტი ორ ნაწილად იყოს გაყოფილი, ყველა წევრმა ერთნაირად უნდა მოიპოვოს ადგილი. ყოველ ტრადიციულად ისტორიულ რეგიონს გარკვეული რაოდენობის ადგილი ექნება პარლამენტში. ზოგი რეგიონი უფრო დიდია ვიდრე სხვები ამიტომ მათ მეტი ადგილი ექნებათ. იმერეთს მეტი წარმომადგენელი ეყოლება ვიდრე გურიას და თბილისს მეტი ვიდრე კახეთს ვინაიდან მათ მეტი ამომრჩეველი ყავთ. მასინ თითოეულ რეგიონში, პარტიები ისეთ კანდიდატებს შეიყვანდნენ სიაში რომლებიც ამ რეგიონიდან არიან და ხმების იმ პროპორციის მიხედვით რომლებსაც თითოეულ რეგიონში მიიღებენ კანდიდატები დაიკავებდნენ ადგილს პარლამენტში თუკი პარტიამ საკმარისი ხმა მიიღო კონკრეტულ რეგიონში.

ეს საქართველოს დემოკრატიულობას რამდენიმე რამეში დაეხმარება. პირველ რიგში ეს იმის ინდიკატორი იქნებოდა რომ საქართველოში ამომრჩევლებს თანაბარი ხმა აქვთ რაც ამჟამად ასე არ არის. მეორე რიგში ეს გააძლიერებდა პოლიტიკურ პარტიებს. ამჟამად მაჟორიტარი წარმომადგენლები დინებას მიჰყვებიან. თუ რომელიმე პარტია მეტ ძალაუფლებას მოიპოვებს, როგორც წესი ისინი ერთი პარტიიდან მეორეში გადადიან მიუხედავად იმისა, რომ სხვა პარტია გამოიყენეს პარლამენტში შესასვლელად. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს პოლიტიკურ ყურადღებას თბილისს გარეთ გადაიტანდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პოლიტიკური განხეთქილება ქართული საზოგადოების და მედიის თანახმად, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორისაა, სინამდვილესი განხეთქილება თბილისსა და რეგიონებს შორის უფროა. სიმართლე რომ ვთქვა, ამჟამად რეგიონები აგებენ ვინაიდან ძალაუფლება თბილისშია. რეგიონალურად შედგენილ პარლამენტში, პარლამენტის წევრების უმრავლესობა იმ ამომრჩეველთან იქნება პასუხისმგებელი, რომელიც თბილისის გარეთ ცხოვრობს.

ეს მარტივი და ადვილად განსახორციებელი გამოსავალი დიდი ხანია განსახილველ საკითხებს შორისაა, მაგრამ მისი განხორციელება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არჩევნები საკმარისად მოახლოებულია იმისათვის რომ მასზე ადამიანები ფიქრობდნენ, მაგრამ არც ისე ახლოს რომ ზედმეტად ბევრს ფიქრობდნენ მასზე. ახლა სწორი დროა. საქართველომ დემოკრატიულობის მხრივ გრძელი გზა განვლო და საკმაოდ უსწრებს საკუთარ მეზობლებს. მაგრამ იმისათვის რომ წინსვლა განაგრძოს, უნდა მოვიშოროთ მოძველებული დაყოფის სისტემა, წვრილმანი პაექრობა და ის მოდუნებული დამოკიდებულება რომელსაც პარლამენტის ზოგ წევრში ვხედავთ. თბილისს გარეთ მცხოვრები ამომრჩევლის განვითარება და ინტერესებიც უფრო სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული. სწორედ ახლაა იმის დრო, რომ შევქმნათ ჭეშმარიტად რეგიონალური პარლამენტი, რომელიც სრულიად ანგარიშვალდებულია საქართველოს ტრადიციული რეგიონების წინაშე.

იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია : Georgia needs a Parliament Composed of Regions

მარკ მალენი
დაწვრილებით...
"საქართველო შეჩვეულია იმას, რომ საკუთარი თავი რუსეთის გარშემო არსებულ სივრცეში მოიაზროს და ამ აზროვნების შენარჩუნებას ცდილობს კრემლიც"

"შეერთებულმა შტატებმა მართლაც გამოგზავნა დელეგაცია, რომელიც სანქციებისთვის გვერდის ავლის შეწყვეტას ითხოვდა, მაგრამ მათ არ მოუთხოვიათ უვიზო რეჟიმის მყისიერი შეწყვეტა"
დაწვრილებით...
საქართველოში არსებობს იმ ადამიანების მოზრდილი ჯგუფი, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას წინაპრებისგან განსხვავებულად აღიქვამს. ეს ჯგუფი თანდათანობით გაჩნდა, მათი მსოფლმხედველობა დახვეწილია და არაა ადვილი გამოსარჩევი, მაგრამ ვეცდები აღვწერო.
დაწვრილებით...
პროკურორები უნდა ინიშნებოდნენ გარკვეული დროის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის მიერ, პრეზიდენტის წარდგინებით. მხოლოდ ამ შემთხვევაში არ ექნებათ მათ სამსახურის დაკარგვის შიში, მაშინაც კი როდესაც არ იმოქმედებენ მთავრობის სურვილების შესაბამისად, ისინი იქნებიან ჭეშმარიტად დამოუკიდებლები
დაწვრილებით...
არსებობს კითხვა, რომელიც დიდი ხანია საქართველოსთან დაკავშირებით ჩნდება. "ვინ უნდა ცხოვრობდეს საქართველოში და რა უფლებებით უნდა ისარგებლოს მან?" იმ ხალხს, რომელიც საქართველოს ესტუმრება, უმასპინძლებენ საუკეთესოდ, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მათ სურთ აქ დარჩენა, დროებითი სამუშაოს მოძებნა, ან უნდათ, რომ ჰქონდეთ მხოლოდ ვიზიტორის სტატუსი? დადებითად აისახება ეს საქართველოზე ? სწორედ ეს არის ის შეკითხვები, რომლებიც შრომითი მიგრაციის კანონთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად გაისმის. აღნიშნული საკითხები აისახა შრომისა და ჯანმრთელობის მინისტრის მიერ შემოთავაზებულ გეგმაში, რომელიც საპარლამენტო კომიტეტების ფართო განხილვის საგანია.

ადამიანთა უმრავლესობას მდიდარ ქვეყნებში ცხოვრება და მუშაობა სურს, ამიტომ ასეთ ქვეყნებში ძნელია კვოტებისა და ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის უმეტეს სახელმწიფოში მოსახლების 10-15%-ს უცხოელები შეადგენენ. მსგავსი მაჩვენებელი აქვს აშშ-საც, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ემიგრანტთა რაოდენობა ყველაზე მაღალია (40 მლნ-ზე მეტი), ხოლო მუსულმანურ სამყაროში, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებში, სადაც მიმდინარეობს ნავთობწარმოება, ემიგრანტთა რაოდენობა მოსახლეობის 50% აჭარბებს. მეორეს მხრივ, ეკონომიკის განვითარების კუთხით მსოფლიოს ნომერ მესამე ქვეყანა – იაპონია – მკაცრად ზღუდავს ემიგრანტების რაოდენობას, რომელიც მოსახლეობის მხოლოდ 2% აღწევს.

ამჟამად, საქართველოსათვის პრიორიტეტულ პროცესს წარმოადგენს ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაცია, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. ეკონომიკურად, საქართველოს მსგავად დაბალ განვითარებულ არც ერთ სახელმწიფოს არ ჰქონია ევროკავშირთან მსგავსი შეთანხმების დადების შესაძლებლობა. უვიზო რეჟიმის დამყარება იქნება უდიდესი მიღწევა ქვეყნისთვის, ამიტომ მთავრობა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება აღნიშნულ საკითხს. მაგრამ ეს თემა არ არის საზოგადოების ფართო განხილვის საგანი. მსგავსი ხასიათის მოლაპარაკებებისთვის ეს ბუნებრივიცაა. საქართველოს მთავრობა კი ცდილობს, მათ მიერ მიღებული ყველა კანონი, თუ უბრალო გადაწყვეტილება, აღნიშნულ პროცესს დაუკავშიროს. თუმცა ამის გადამოწმება შეუძლებელია. ევროკავშირი, ამ საკითხზე რასაკვირველია დუმს, ვინაიდან ყოველივე ეს საქართველოს გადასაწყვეტია. ევროკავშირი კონკრეტულ მოთხოვნებს უვიზო რეჟიმისთვის არ აყენებს, ის მხოლოდ ზოგად რჩევებსა და მონახაზს სთავაზობს ქვეყანას. გადაწყვეტილებას კი საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იღებს.

გასულ წლებში, ქვეყანაში უცხოელთა შემოსვლასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზები არსებობდა, თუმცა ამჟამინდელი რეგულაციებით გაზარდა იმ ქვეყანათა რაოდენობა, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროებათ ვიზა. მთავრობისთვის კი ქმედითი და სამართლიანი ბიუროკრატიული პროცესების დანერგვა ძნელი აღმოჩნდა. ამჟამად, შრომითი მიგრაციის კანონის მონახაზი სრულიად ახალ ბიუროკრატიულ პროცესებს აწესებს იმ უცხოელთათვის, რომელთაც სურთ საქართველოში მუშაობის დაწყება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი ?

კანონმდებელთა შორის არსებობს ორი განსხვავებული შეხედულება. პირველის მიხედვით, მსგავსი ქმედება საქართველოს მხრიდან არის ერთგვარი პასუხი ევროკავშირისა და სხვა განვითარებული ქვეყნების მიერ ქართველებისთვის სამუშაო პირობების გართულებაზე. ყოველივე ეს ჯანსაღ აზრს მოკლებულია. ამ მოსაზრების მიხედვით, რადგან გავლენიან ქვეყნებს გააჩნიათ შრომის კონსტროლის მკაცრი აპარატი საქართველომაც მსგავსი ზომები უნდა მიიღოს. ეს დიდი შეცდომაა. სამუშაოს ან უსაფრთხოების მოპოვების მიზნით ათასობით აფრიკელი და მუსულმანი მიდის ევროკავშირში, ისევე როგორც მილიონობით ლათინო ამერიკელი თუ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში მცხოვრები გადაკვეთს აშშ-ის საზღვარს. ამ მხრივ, საქართველოს უცხოელთა დიდი რაოდენობით შემოსვლა არ ემუქრება, ვინაიდან ხელფასისა და სამუშაო ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

მთავარი კითხვაა, არის თუ არა ეს ყოველივე საქართველოსთვის უმჯობესი ?

საქართველოში მომუშავე უცხოელთა უმრავლესობას უფრო მეტი თანხა შემოაქვს ქვეყნის ბიუჯეტში ვიდრე მასზე შეიძება დაიხარჯოს. ზემოთ ხსენებული კანონის მიხედვით, აქ მომუშავე უცხოელთა ხელფასი მკვეთრად ჩამორჩება მათსავე სამშობლოში იმავე სამსახურში აღებული ხელფასის რაოდენობას. აღნიშნული შემოსავალი კი საქართველოსთვის ძალიან მომგებიანია. მთავრობის მიერ იმიგრანტთათვის სამუშაო პირობების გაუარესება უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაზე. ეს იქნება კიდევ ერთი ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერი ქვეყნის წინსვლის გზაზე.

თუკი საკითხს მივუდგებით რაციონალურად, დავასკვნით, რომ არანაირი რეგულაციის მიღება საჭირო არ არის. ევროკავშირი საქართველოსგან არც მოითხოვს და არც იმის რეკომენდაციას აძლევს მას, რომ მიგრანტთა შრომა რაიმე კანონით დაარეგულიროს. მაშინ რა აუცილებელია რომ მთავრობამ საქმე გაირთულოს ამ რეგულაციების დანერგვის პროცესით.

იაპონია მკაცრად ზღუდავს ქვეყანაში იმიგრანტთა რაოდენობას, სწორედ ამიტომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მათი ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის. ფაქტი სახეზეა. ღია ქვეყნები, რომლებიც უცხოელების მიმოსვლას და დასაქმებას არ ზღუდავენ, მეტ სარგებელს იღებენ. ის ქვეყნები კი, რომლებიც ბიუროკრატიულ ბარიერებს აწესებენ, როგირც მიგრანტებისთვის ასევე რიგითი მოქალაქეებისთვის აფერხებენ ეკონომიკურ წინსვლას და ხალხს აიძულებენ, ეძებონ უკეთესი შესაძლებლობები სხვა ქვეყნებში.
იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია : OPEN GEORGIA

მარკ მალენი
დაწვრილებით...
"სამინისტროები ცდილობენ გაუმკლავდნენ საცობთან დაკავშრებულ პრობლემას, თუმცა ამასთანავე უმჯობესი იქნებოდა ფეხით მოსიარულეთა პრობლემებიც გაეთვალისწინებინათ."

"ადამიანებს რომელთაც არ ჰქონდათ გადახდილი მგზავრობის საფასური და შესაბამისად დაჯარიმდნენ, გარკვეულ მიზეზთა გამო მოეხსნათ აღნიშნული ჯარიმები."
დაწვრილებით...
"მსოფლიოს სახელმწიფოებს, რომელთა ეკონომიკაც დამოკიდებულია ნავთობსა და გაზზე, მმართველობის თვალსაზრისით იმავე პრობლემები გააჩნიათ, რაც ადამიანის ძირითად უფლებთა და თავისუფლებათა აქტიური დარღვევით გამოიხატება."

"ის დამოკიდებულება რაც მსოფლიო საზოგადოებას გააჩნია რუსეთისადმი, აუცილებლად გავრცელდება აზერბაიჯანზეც, თუ კვლავ გაგრძელდა ის პოლიტიკა, რაც მიმართულია აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ჩახშობისაკენ."
დაწვრილებით...
"პუტინს არ ესმის რას ნიშნავს და რატომ უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი მედია... რუსული ბეჭდური მედია თუ მაუწყებლობა სერიოზულ საფრთხეშია. არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც აბსოლუტურად შეუსაბამოა RT, შპუტკინ თუ სხვა არხებისათვის. "

"რუსეთი ახორციელებს მორალის, ეთიკის, საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმების დარღვევას აკავშირებს დასავლურ ქვეყნებთან და ამგვარად გადმოსცემს ინფორმაციას."

"მილიონობით არაადეკვატური ინფორმაციის გავრცელებით კრემლი აქტიურად ცდილობდა ჩაეხშო სიმართლე და მასთან დამაკავშირებელი ყველა გზა."
დაწვრილებით...
"ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დიდი სურვილი დაამხოს რუსული პოლიტიკა და იდეოლოგია."

"რუსეთში არ არსებობს ოპოზიცია. მყარი და დამოუკიდებელი ოპოზიციის არქონა, ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, გაავრცელოს ქვეყანაში საკუთარი შეხედულებისამებრ ინტერპრეტირებული ფაქტები."
დაწვრილებით...
სამშენბლო კომპანია ,,ედემი"გთავაზობთ ბინას
ბინა რეალურად 60000$ ღირს, სარემონტოა
სამშენებლო კომპანია ,,ედემი" გთავაზობთ გარემონტებულ
ქირავდება ახალგარემონტებული ბინა დრიმ თაუნში